ამჟამად საჭადრაკო სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა აშშ-ს ქალაქ ნიუ იორკში ხდება, რომელიც ვაჟთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩების სერიას მასპინძლობს. აღნიშნულ მოვლენას მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი გარი კასპაროვი გამოეხმაურა.
,,ფინალური სერიის მონაწილეები , მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მაგნუს კარლსენი(ნორვეგია) და სერგეი კარიაკინი(რუსეთი) სხვადასხვა კატეგორიის მოჭადრაკეები არიან. კარიაკინი კარგი მოჭადრაკეა, ხოლო კარლსენი - უნიკალური. ერთ დაპირისპირებაში შეიძლება ყველაფერი მოხდეს. კარლსენის დამარცხება გამორიცხული არაა. ხანდახან, დიდი სპორტსმენი, მოკრივე მუჰამედ ალიც აგებდა, მაგრამ დღეს ძალიან ცოტას ახსოვს მათი სახელი ვისთანაც ის დამარცხებულა. რაც არ უნდა მოხდეს ნიუ იორკში, ყველამ იცის, ვინ ვინ არის’’- ამბობს კასპაროვი.