იტალიაში ჭორად კი ვრცელდებოდა, “ნაპოლის” ცნობილი ქომაგი, მკერდდიადი და ძუძუდალოცვილი აპენინელი მოდელი, მარიკა ფრუშო თავის ბრენდად ქცეული მკერდის დაზღვევას აპირებსო, მაგრამ ეს ყველაფერი ბევრს ამ ქალისგან ყოველთვის მოსალდნელი თვითპიარი ეგონა.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მარიკას საკუთარი მკერდის ფასი და სიდიადე ყველაზე კარგად ცოდნია, მან მართლაც დაიზღვია მკერდი და ამიერიდან მის თიმთიმა გორაკებს რაიმე რომ დაემართოს, სადაზღვევო ფონდი არც მეტი, არც ნაკლები, 20 ათას ევროს გადაუხდის.
მკერდდაზღვეული მარიკა ფრუშო იძახის, მას შემდეგ რაც ჩემი საუკეთესო ორგანოები დავაზღვიე, თავს უფრო მშვიდად ვგრძნობ და გულმაც რაღაცნაირად დაისვენაო. ამ ქალმა კი დაისვენა, მაგრამ გულდასწყვეტი ისაა, სამყაროში ამდენი დიდებული მკერდი რომ რჩება დაუზღვეველი. არადა, დაზღვევა ბევრზე ჰაი ჰაი რომ ალალია!