ფეხბურთი

22:15 | 14.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ მესიმ "ბარსასთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა

ლიონელ მესიმ კატალონიის “ბარსელონასთან” ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი თქვა – აღნიშნულ ინფორმაციას, ავტორიტეტული ესპანური გამოცემა “მარკა” ავრცელებს. წყაროს ცნობით, არგენტინელი ვარსკვლავის მხრიდან არნიშნული გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი იყო. მესის “ბარსელონასთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2018 წლის ზაფხულში ეწურება.

კატალონური გრანდის პრეზიდენტი ხოსეპ მარი მართომეუ კი სიმშვიდეს არ კარგავს და ამბობს, რომ მესი “ბარსაში” დიდი ხანი ითამაშებს. მესის, სანამ “ბლაუგრანასთან” კონტრაქტი აკავშირებს, მის მსურველ გუნდს 250 მილიონი ევროს გაღება მოუწევს – ალბათ, ბართომეუს სიმშვიდეც ამითაა განპირობებული.

მოგეხსენებათ, ლიონელ მესი “ბარსელონას” სკოლის აღზრდილია და მთავარ გუნდში დებიუტი 2005 წელს ჰქონდა. მას შემდგომ ლიონელი “ბარსელონას” მთავარი დამრტყმელი ძალაა.

0.118363