ფეხბურთი

20:33 | 14.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

დავით მუჯირი: "შედეგი უარყოფითია, მაგრამ ეს მხოლოდ მოსამზადებელი ეტაპი იყო"

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა თბილისში გამართული ოთხთა ტურნირი შეაფასა, სადაც 19-წწლამდე ნაკრებები თამაშობდნენ. მუჯირი უკმაყოფილოა საქართველოს ნაკრების ასპარეზობით, მაგრამ აღნიშნავს, რომ ეს მხოლოდ მოსამზადებელი ეტაპი იყო და მთავარია, სამწვრთნელო შტაბმა სწორი დასკვნები გამოიტანოს და სოწრად მოაზმადოს გუნდის ოფიციალური მატჩებისთვის.

“პირველ რიგში საორგანიზაციო კუთხით გეტყვით, რომ უეფას წარმომადგენლები იყვნენ, ეს ტურნირი არის მოსამზადებელი ეტაპი, როგორც საორგანიზაციო კუთხით, ისე სპორტული კუთხით. შესაბამისად, შემოწმდა ის ინფრასტრუქტურა, სადაც უნდა გაიმართოს თამაშები. უეფას წარმომადგენლებმა მოინახულეს დიღომში მშენებარე სტადიონიც და სამშენებლო პროცესიც, ამიტომ გაზაფხულზე, როდესაც უკვე ფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართება თბილისში, რომლის ვადასაც უკვე დეკემბრის ბოლოდ გავაცნობთ საზოგადოებას. იმ დროისთვის ინფრასტრუქტურა სრულიად იქნება დაკომპლექტებული - უეფა კიდევ ერთხელ ჩამოვა და მოინახულებს ყველა იმ ობიექტს სადაც უნდა ჩატარდეს ევროპის ფინალური ეტაპი. რაც შეეხება სპორტულ მხარეს, საქართველოს ნაკრები ამ ძლიერ ჯგუფში განთავსდა და ჩვენ სპეციალურად შევარჩიეთ ისეთი მეტოქეები გუნდებიც სავარაუდოდ შესარჩევ ტურნირში გვეყოლება. რა თქმა უნდა, კმაყოფილები ვერ ვიქნებით შედეგით. თუმცა, მოსამზადებელი ეტაპი იმიტომ ჰქვია, რომ ოფიციალური მატჩებისთვის მოემზადოს გუნდი, სამწვრთნელო შტაბმა სწორი დასკვნები გამოიტანოს და გუნდი მოამზადოს მაქსიმალურად კარგად ტურნირისთვის.

ახალგაზრდული ნაკრებების გამოსვლაზე, როგორც 19, ისე 17 წლამდელებზე იმსჯელებს ფეხბურთის ფედერაცია. ბატონ პრეზიდენტს წარვუდგენთ ჩვენს ხედვას და ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას. ახლა ყველა ვხედავთ, რომ სტატისტიკურად ვერცერთი ასაკობრივი ნაკრების გამოსვლით კმაყოფილი ვერ ვიქნებით, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი გეგმები გრძელვადიან პერსპექტვებზეა გათვლილი და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს შედეგს მომავალ წელს გამოიღებს”, - აღნიშნა მუჯირმა.

0.144624