ფეხბურთი

19:40 | 14.11.2016 | ნანახია NaN - ჯერ

გიორგი ყიფიანი: “ასეთ ასპარეზობას უამრავი მიზეზი აქვს”

საქართველოს U19 ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ყიფიანმა მედიასთან საუბრისას იმ დადებით და უარყოფით მხარეებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც გუნდში ამ ტურნირის მიმდინარეობისას გამოჩნდა. მისი თქმით ეს საცდელი მატჩები უდიდეს გამოცდილებას შესძენს გუნდს და იმედოვნებს, რომ ევროპის ჩემპიონატამდე ოპტიმალურ ფორმაში იქნებიან.

"ამ ტურნირმა ჩვენი გუნდის უამრავი უარყოფითი მხარე დაგვანახა. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, როდესაც სამივე მატჩში დავმარცხდიით, ვერ მოვახერხეთ გოლის გატანა. ამას აქვს უამრავი მიზეზი, რომელზეც შეიძლება ხანგრძლივად ვილაპარაკოთ. უბრალოდ ამ ტურნირის ერთადერთ დადებით მხარედ, რაც შეიძლება ჩაითვალოს, ის არის, რომ მოთამაშეებმა მიიღეს უდიდესი გამოცდილება. ამ ფორმაციის ნაკრებს პირველად მოუწია ესეთი სიძლიერის მეტოქეებთან თამაში და ნათლად გამოჩნდა ის ნაკლი, რომელძეც ჩვენ აუცილებლად ვიმუშავებთ. შევეცდებით, რომ ყოველი ჩვენი თამაში, ყოველი ახალი შეხვედრა გამოსწორდეს, პროგრესი შეიმჩნეოდეს და იმედი ვიქონიოთ, რომ ივლისამდე შევძლებთ ოპტიმალურ ფორმაში ჩადგომას, რათა ღირსეულად შევხვდეთ ევროპის ჩემპიონატს საქართველოში", - განაცხადა ყიფიანმა.

შეგახსენებთ, საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა თბილისის ოთხთა ტურნირი ბოლო ადგილზე ისე დაასრულა, რომ ქულაც ვერ აიღო და გოლიც არ გაუტანია.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:20 | 07.02.2018
ogafa (10230)

ყოჩაღ

20:09 | 07.02.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ჯერ 24 წლისაა მეეჭვება მთელი კარიერა ტოტენჰემში დარჩეს ალბათ წავა ოღონდ ინგლისში უნდა დარჩეს კაროჩე ლივერპული ყველაზე მაგარი ვარიანტია დდდ

10:03 | 08.02.2018
gogssi (3755)

კარგი რა ლივერპული რეალის ან ბაიერნის კლასია ჰარი. ლივერპული ამისთვის მელკი გუნდია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063643
სარეკლამო ადგილი - 99
X x X