ლეგენდარული ინგლისელი ნახევარმცველი ფრენკ ლამპარდი ახალი გუნდის ძიებაშია. როგორც აწ უკვე მისი ყოფილი კლუბი “ნიუ-იორკ სიტის” ვებგვერდი იტყობინება, ვეტერანმა ნახევარმცველმა გუნდი დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია თავად ლამპარდმაც დაადასტურა.
“აქ ჩემი დრო ამოიწურა – მინდა მადლობა გადავუხადო ხალხს, რომელიც ბოლო ორ წელიწადში გვერდში მედგა. ჩემს თანაგუნდელებს, გულშემატკივრებს. აქ თამაშით სიამოვნებას ვიღებდი – გუნდიც და ქალაქიც ფანტასტიურია”, - თქვა ლამპარდმა.
ფრენკ ლამპარდი “ნიუ-იორკ სიტიში” 2015 წელს ჩაირიცხა და ჯამში 31 ჩატარებულ თამაშში 16 გოლი გაიტანა. ჯერჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს 38 წლის ფეხბურთელი კარიერას.