ლონდონში წლის შემაჯამებელი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მილოშ რაონიჩმა გაელ მონფისი 6:3, 6:4 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 26 წუთს გაგრძელდა. კანადელმა ორივე სეტში თითო-თითო ბრეიკი გააკეთა, რაც მატჩის მოსაგებად საკმარისი აღმოჩნდა. გაელს მეტოქის ჩაწოდებაზე არანაირი შანსი არ ჰქონია.
წლის შემაჯამებელი ტურნირის საპრიზო ფონდი 7.5 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.
ჯგუფი ბ:
1. | მილოშ რაონიჩი | 1 | 1 | 0 | 2:0 | 1 | |
2. | ნოვაკ ჯოკოვიჩი | 1 | 1 | 0 | 2:1 | 1 | |
3. | დომინიკ ტიმი | 1 | 0 | 1 | 1:2 | 0 | |
4. | გაელ მონფისი | 1 | 0 | 1 | 0:2 | 0 |