ჩოგბურთი

16:22 | 14.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩეხი გოგონების ზედიზედ მესამე ტრიუმფი

“ფედერაციის თასს” ზედიზედ მესამე წელია ჩეხეთის გოგონათა ნაკრები იგებს. ამჟამად, ქალაქ სტრასბურგში გამართულ ფინალში, ჩეხებმა მასპინძელი საფრანგეთის ნაკრები 3:2 დაამარცხეს.

გამარჯვებულის გამოსავლენად ორი დღე გახდა საჭირო. 2:2-ზე გადამწყვეტ მეხუთე შეხვედრაში ერთმანეთს კრისტინა მლადენოვიჩი-კაროლინა გარსიას ფრანგული წყვილი საჰლაჰოვა-სტრიკოვა-კარლონია პლისკოვას დუეტს დაუპირისპირდა. მატჩი ჩეხებმა 7:5, 7:5 მოიგეს. სტატისიკურ მონაცემებში განსხვავება ძალიან მცირეა. ჩეხების დუეტმა საჭირო დროს მნიშვნელოვანი გათამაშებები მოიგო.

ჩეხეთის ნაკრები “ფედერაციის თასს” ზედიზედ მესამედ და ისტორიაში მეათედ დაეუფლა, ამ მაჩვენებლით ევროპელები მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებს ჩამორჩებიან, რომელთაც აღნიშნული ტურნირი 17-ჯერ აქვთ მოგებული.

0.119713