ფეხბურთი

15:58 | 14.11.2016 | ნანახია 4945 - ჯერ

ფეხბურთელებს ყველაზე მეტს “მანჩესტერ იუნაიტედი” უხდის

ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედი” ფეხბურთელების ანაზღაურებაზე ყველაზე მეტ თანხას ხარჯავს. Daily Mail-ის ცნობით, მანჩესტერში ძირითადი გუნდის მოთამაშის წლიური ხელფასი საშუალოდ 5.77 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს (კვირაში 110 ათასი). ინგლისური გამოცემის მიერ შედგენილ სიაში მეორე ადგილი “ბარსელონას” უკავია, კატალონიური კლუბის ფეხბურთელები წლიურად 5.65 მილიონს გამოიმუშავებენ. სამეულშია “მანჩესტერ სიტი” - 5.42 მილიონით. ათეულში მოხვდნენ: მადრიდის “რეალი” (5.05), “ჩელსი” (4.51), პსჟ (4.47), “ბაიერნი” (4.16), “იუვენტუსი” (3.97), “არსენალი” (3.7), “ლივერპული” (3.01).

აქვე, საუკეთესო ოცეული Daily Mail-ის მონაცემებით:


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.124986