„გოლდენ სტეიტ უორიორსმა“ „ფინიქსთან“ შინ დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა, თუმცა ამის გაკეთება ცოტა არ იყოს, გაუჭირდა. არიზონელებმა დიდი ბრძოლა გაუმართეს ოკლენდელებს და ბოლო პერიოდში წინაც იყვნენ, თუმცა კლეი ტომპსონმა საფინალო სირენამდე ჯერ 4:30, შემდეგ კი 3:30 წუთით ადრე სამქულიანები ჩააგდო და ფინიქსელები წელში გატეხა. ბოლო რამდენიმეწუთიანი პერიოდი მასპინძებმა 24:6 მოიგეს, რითაც არიზონელები გაანადგურეს.
„გოლდენ სტეიტმა“ საბოლოოდ 133:120 იმარჯვა, რაშიც 30-30-ქულიანი წილი დაიდეს ტომპსონმა და სტეფ კარიმ. ოდნავ ნაკლები - 29 ქულა მიითვალა კევინ დიურანტმა, ხოლო სასტარტო ხუთულის მეოთხე წევრმა დრეიმონდ გრინმა 14 ქულა, 11 პასი და 7 მოხსნა მოაგროვა. ვარსკვლავური ხუთეულის ქართველმა წევრმა ფარქვეშ კარგად ითამაშა და 6 მოხსნა მიითვალა. ფაჩულიამ მოედანზე 12 წუთი გაატარა და 6 მოხსნასთან ერთად 4 ქულა და 1 პასი მოაგროვა. ზაზა 3-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
8 მოგება და 2 მარცხით გოლდენსტეიტელები დასავლეთ კონფერენციაში „კლიპერსის“ კვალზე მეორე ადგილზე არიან. მორიგი მატჩი „უორიორზს“ 17 ნოემბერს ტორონტოში „რეპტორსთან“ ელის.
gbf.ge