“ლესტერის” არგენტინელი თავდამსხმელით, ლეონარდო ულოათი პრემიერლიგის ორი აუტსაიდერი ინტერესდება. აღნიშნულ ცნობას ცნობილი ბრიტანული გამოცემა Dailly Mirror–ი ავრცელებს.
ულოას გასულ სეზონში შეცვლებზე თამაში ხშირად უწევდა, თუმცა გუნდში ისლამ სლიმანის მოსვლის შემდგომ, მოედანზე გასვლა თითქმის აღარ უწევს და დიდი შანსია, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში სამუშაო ადგილი შეიცვალოს. ზემოთ ნახსენები წყაროს თანახმად, 30 წლის ფორვარდის დამატება “სანდერლენდს” და “სუონსის” სურთ. “მელიები” ლეონარდოს 9 მილიონ ფუნტად აფასებენ.
არგენტინელმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში 11 შეხვედრა ჩაატარა, თუმცა ჯამში სულ 168 წუთი ითამაშა.