“ბარსელონას” და თურქეთის ნაკრების ნახევარმცველის, არდა თურანის შეძენა ინგლისურ “ლივერპულს” სურს – იუწყება გამოცემა Don Balon–ი.
აღნიშნული წყაროს ცნობით, მერსისაიდელთა მთავარ მწვრთნელს იურგენ კლოპს თურანის თამაშის სტილი მოსწონს და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, მისი დამატება უნდა.
“ბარსელონაში” არსებული კონკურენციიდან გამომდინარე, არდას ძირითად შემადგენლობაში თამაში ხშირად არ უწევს და ამიტომაც, შესაძლოა, კლუბის შეცვლაზე დაფიქრდეს.
29 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში “ბლაუგრანას” მაისური 12-ჯერ მოირგო, 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა. მას კატალონიურ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ერთი ვერცხლი და ორი ბრინჯაო, ყოჩაღ ხორვატებს!
ეს ახალგაზრდა და პატარა ქვეყანა უკვე სამჯერ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატების ნახევარფინალში!
საფრანგეთთან ფინალში სავარაუდოთ წაგებას და ცრემლების ღვრას, ამათთვის ესე პოზიტიურათ დამთავრება ჯობდა