ფეხბურთი

20:15 | 13.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

უსაინ ბოლტი საფეხბურთო კარიერას იწყებს

ლეგენდარული იამაიკელი მძლეოსანი, 31 წლის უსაინ ბოლტი, რომელიც მსოფლიოს რეკორდსმენია, ამჟამად დორტმუნდის “ბორუსიაში” ვარჯიშს აპირებს. მრავალგზის ოლიმპურმა ჩემპიონმა The Guardian-თან საუბარში, თავის მომავალ მიზნებსა და ოცნებებზე ისაუბრა.

“ვნახოთ რა მოხდება, დაუკავშირდი ტომას ტუხელს და “დორტმუნდში” რამდენიმე დღე ვივარჯიშებ. ჩემს მთავარ ოცნებად კი, “მანჩესტერ იუნაიტედში” თამაში რჩება – ეს დიდებული იქნება”, – განაცხადა ბოლტმა.

შეგახსენებთ, იამაიკელი ლეგენდა ფეხბურთის დიდი მოტრფიალეა და “მანჩესტერის” გულშემატკივარი. სწორედ ამიტომაცაა მისი ოცნება ინგლისური კლუბის რიგებში ასპარეზობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112955