იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა ლიხტენშტეინთან მოგებულ მატჩში (4:0) პირადი რეკორდი დაამყარა. საქმე ისაა, რომ აქამდე არ ყოფილა შემთხვევა “სკუადრა აძურას” სტუმრად ჩატარებული მატჩის პირველ ტაიმში ერთბაშად 4 გოლი გაეტანოს.
გუშინდელ მატჩში კი, აპენინელებმა ამის გაკეთება შესძლეს. ანდრეა ბელოტიმ ორჯერ, ჩირო იმმობილემ და ანტონიო კანდრევამ ლიხტენშტეინელებს საწყის 45 წუთში დაუმთავრეს ყველაფერი.
ჯამპიერო ვენტურას გუნდი სწორედ პირველ ნახევარში გატანილ გოლებს დასჯერდა და მეორე ტაიმში დიდად თამაშით თავი არ შეუწუხებია.





