კალათბურთი

12:30 | 13.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

დიქსონის 22 ქულა და უდანაკარგო აეკ-ი (+VIDEO)

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზირებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა მაიკლ დიქსონმა საბერძნეთის ჩემპიონატში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა და აეკ-ის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. ათენელებმა სტუმრად პაოკ-ი 78:71 დაამარცხეს და ჩემპიონატს 100%-იანი შედეგით ლიდერობენ

მეექვსე ტურში დიქსონი ორივე გუნდის რიგებში ყველაზე შედეგიანი გახლდათ და მაიკლმა 26:34 წუთში 22 ქულა მიითვალა. ამერიკელმა 7-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო 5-დან 3 სამქულიანი გამოიყენა. 11 საჯარიმო სროლიდან საქართველოს ნაკრების წევრმა 7 ჩააგდო. ჩემპიონატში დიქსონს 93 ქულა მოუგროვდა და ყველაზე შედეგიან კალათბურთელებს შორის მხოლოდ ნტეზმინ ოუელსს (102) და კენ ბრაუნს (113) ჩამორჩება.

მომდევნო მატჩი აეკ-ს ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში გერმანულ "ლუდვინსბურგთან", 16 ნოემბერს ელის.

0.118472