ფეხბურთი

2:17 | 13.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჭანტურია: “ვფიქრობ, რომ მაყურებელი იმედგაცრუებული არ უნდა იყოს”

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის გიორგი ჭანტურიას თქმით, მსაჯს თერთმეტმეტრიანი აუცილებლად უნდა დაედო, ეს კი მორიგი 3 ქულის მოპოვების შანსი იქნებოდა. მან ასევე გულშემატკივრებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ფრეს მიუხედავად, მაყურებელი იმედგაცრუებული არ უნდა დარჩენილიყოო.

“განმეორებით აუცილებლად ვნახავ, ჩემი აზრით 100%-იანი პენალტი იყო. თერთმეტრიანი რომ დაედოთ და გაგვეტანა, 3 ქულას ხელიდან არ გავუშვებდით. ისე ყველაფერი მსაჯობას, რომ არ დავაბრალოთ, ჩვენც ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, რაც შედეგზეც აისახა. მე ვფიქრობ, რაღაც დადებითიც უნდა დავინახოთ ამ მატჩიდან, რადგან ვპროგრესირებთ და ასე უნდა გავაგრძელოთ.

ალბათ ცოტა იღბალი და კონცენტრაცია დაგვაკლდა. ამხანაგური იქნება თამაში თუ ოფიციალური, ჩვენ საბრძოლველად გამოვალთ და ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა. მითუმეტეს, როცა სახლში გვექნება თამაში, ყველაფერს ვიზამთ, რომ ჩვენი მაყურებელი გავახაროთ. დღეს სავსე იყო სტადიონი და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მათგანს, რომლებიც მთელი მატჩის მიმდინარეობისას გვერდში გვედგნენ და გვამხნევებდნენ.

მართალია ყველას მოგება გვინდოდა, თუმცა მაყურებელი იმედგაცრუებული არ უნდა იყოს. გაცკანმა ისეთი გოლი გაგვიტანა, რომლის მსგავსსაც ვერასდროს გაიტანს მომავალში”, – განაცხადა გიორგი ჭანტურიამ.

0.122145