ფეხბურთი

1:51 | 13.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: “ყველა ფეხბურთელი იმედგაცრუებულია”

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტან გურამ კაშიას თქმით, ეს თამაში აუცილებლად მოსაგები იყო, თუმცა, გამარჯვებამდე ერთი გოლის გატანა დააკლდათ. კაშიამ მეორე ტაიმი უარყოფითად შეაფასა და თქვა, რომ მოწინააღმდეგმ აშკარად უკეთ ითამაშა. ასევე აღნიშნა, რომ განსაკუთრებულად მტკივნეული იყო ეს მატჩი და თამაშის შემდგომ გასახდელში ყოფნაც კი.

“მე ვთვლი, რომ მოსაგები თამაში იყო. უფრო მეტი უნდა გაგვეკეთებინა და მეტი მომენტი შეგვექმნა. რა თქმა უნდა, მეორე გოლზეც უნდა გვეთამაშა, იმიტომ, რომ მსგავს თამაშებში ყოველთვის შეიძლება ასეთი გოლი გაუშვა. გოლს კი ვერ აიცილებ თავიდან. თან ისეთი დაარტყა, რომ ვერასდროს გაიტანს ისეთ გოლს ის ფეხბურთელი და ჩვენთან შევარდა მაინც და მაინც. მეორე გოლი უნდა გაგვეტანა აუცილებლად და გვეცადა, რომ უკეთესად გვეთამაშა, ბურთი შეგვენარჩუნებინა მაქსიმალურად.

რადიკალურად განსხვავებული მეორე ტაიმი – ბევრი რამ შემიძლია ვთქვა მეორე ტაიმზე, ბევრი ორთაბრძოლა წავაგეთ. 90% იმათ ჰქონდათ და ამი შემდეგ რთულია თამაში აკონტროლო. პირველი ტაიმის შემდეგ კონტროლი სრულიად დავკარგეთ. ბურთს ვფლობდით, თუმცა ძალიან სუსტად.

გულშემატკივარი და იმედგაცრუება - ძალიან მტკივნეულია ჩემთვის დღევანდელი მატჩი, რადგან ვიცი ხალხს იმედი ჰქონდა და ეს იმედი გაუცრუვდა. ყველა ფეხბურთელი გრძნობს ამას, ყველა ფეხბურთელი იმედგაცრუებულია. ასევე მწვრთნელებიც. იმიტომ, რომ მართლაც მტკივნეული თამაში იყო. ამ შეხვედრის მერე გასახდელშიც ყოფნაც მტკივნეული იყო.

დარჩენილი მატჩები – რთულია რამე დაგეგმო ფეხბურთში დღეს. ჩვენ დავგეგმეთ მოგება, მაგრამ ვერ მოვიგეთ. უელსმაც დაგეგმა 3 ქულა, მაგრამ ვერ მოგვიგო. თქვენ თუ გინდათ, რომ დარჩენილ თამაშებს ამხანაგური უწოდოთ, ამხანაგურად უყურეთ. ოფიციალურია თუ ამხანაგური, მაინც ნაკრების თამაშია. მთავარია, რომ ამ ყველაფერს ნეგატიურად არ შეხედო, თორემ ფეხბურთის ყურება ტელევიზორიდანაც შეიძლება”, – განაცხადა გურამ კაშიამ.

0.109968