ამსტერდამის “აიაქსის” ნიჭიერი თავდამსხმელით, კასპერ დოლბერგით რამდენიმე ინგლისური გრანდი ინტერესდება – იუწყება ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Mirror-ი.
აღნიშნული წყაროს ცნობით, 19 წლის დანიელი ფორვარდით “ჩელსი”, “მანჩესტერ სიტი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” ინტერესდებიან. ყველაზე აქტიურად კი, ახალგაზრდა მოთამაშეს “იუნაიტედი” აკვირდება, რომლის სკაუტებიც კასპერის საქმეში სანახავად, “სელტასთან” მოგებულ (3:2) საევროპალიგო მატჩს დაესწრნენ (თავად დოლბერგმა 83 წუთი ითამაშა და გოლიც გაიტანა).
დოლბერგმა მიმდინარე სეზონში “აიაქსის” მაისურით 20 შეხვედრა ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა. მას ამსტერდამულ გრანდთან მოქმედი ხელშეკრულება 2021 წლამდე აკავშირებს.