ჭადრაკი

13:22 | 12.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ყაიმი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში

მოჭადრაკე ვაჟთა შორის, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ მაგნუს კარლსენისა (ნორვეგია) და პრედენდენტ სერგეი კარიაკინის (რუსეთი) ფინალურ დაპირისპირებაში , რომელსაც ქალაქი ნიუ იორკი (აშშ) მასპინძლობს, პირველი ტურის პარტია გათამაშდა.

კენჭისყრამ თეთრებით თამაშის უფლება კარლსენს არგუნა. პირველი, სიმბოლური სვლა ნიუ იორკის მერმა ბილ დე ბლაისომ გააკეთა. კარლსენმა ტრომპოვსკის დებიუტი გაითამაშა. კარიაკინი თავს შესანიშნავად იცავდა. მართალია, თამაშის მიწურულს მსოფლიოს ჩემპიონმა მცირე უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ კარიაკინმა შეძლო თავის დაცვა და 42-ე სვლაზე მეტოქეები ყაიმზე შეთანხმდნენ. მეორე პარტიაში თეთრებით კარიაკინი ითამაშებს.

0.11587