ფეხბურთი

22:28 | 11.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ მესი: “ამჟამად ნაგავში ვიმყოფებით”

არგენტინის ნაკრების ლიდერმა ლიონელ მესიმ ბელუ ორიზენტეში ბრაზილიასთან (0:3) მტკივნეული მარცხის შემდგომ განაცხადა, რომ “ალბისელესტე” ნაგავშია. 29 წლის შემტევის თქმით, ფეხბურთელებს გამარჯვება ყველაზე მეტად სურთ.

“ჩვენ უნდა გამოვიდეთ ამ ნაგავი სიტუაციიდან – უნდა შევიცვალოთ დამოკიდებულება, რადგან ფსიქოლოგიურად პრობლემები გვაქვს და ასეთ დროს ფეხები არ იძლევიან შედეგს. ამიერიდან ქულების დაკარგვა თითქმის არ შეგვიძლია და განსაკუთრებით საკუთარ მოედანზე. იმედია, სან ხუანში, კოლუმბიასთან შეხვედრაში გულშემატკივარი მხარში დაგვიდგება, ეს ძალიან გვჭირდება. ჩვენ პირველები ვართ, რომლებსაც გამარჯვება სურთ.” - განაცხადა მესიმ.

არგენტინის ნაკრები ამჟამად კონმებოლოს შესარჩევ ციკლში მეექვსე ადგილზეა, რაც 2018 წლის მუნდიალის საგზურს არ იძლევა. აღსანიშნავია, რომ ედგარდო ბაუზას გუნდს უკვე მიჯრით ოთხი ტურია არ მოუგია და მათ შორის, ბოლო ორი თამაში წააგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118009