საფრანგეთის ეროვნული ნაკრების შემტევი კინგსლი კომანი მომდევნო ორი თვის განმავლობაში მოედანზე გასვლას ვერ შეძლებს. როგორც მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა "მამლების" შეკრებაზე მარცხენა მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო.
კომანმა მიმდინარე სეზონში ყველა საკლუბო ტურნირზე 9 მატჩი ჩაატარა და თავი ვერაფრით გამოიჩინა. კარლო ანჩელოტი 20 წლის შემტევს საშუალოდ 45 წუთი ათამაშებს.