ფეხბურთი

19:06 | 11.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიძე დაშავდა, ვაისმა ეროვნულ ნაკრებში გიორგი არაბიძეს უხმო

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მოლდოვასთან მატჩის წინ გუნდში დონეცკის "შახტარისა" და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შემტევს გიორგი არაბიძეს უხმო.

როგორც worldsport.ge-სთვის გახდა ცნობილი, ახალგაზრდა ფეხბურთელი ეროვნული ნაკრების 23-კაციან განაცხადში "ემპოლის" ფორვარდს ლევან მჭედლიძეს შეცვლის, რომელმაც დღევანდელ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და მოლდოვასთან მისი თამაში გამოირიცხა.

გიორგი არაბიძე ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში 19-წლამდელთა შეკრებაზე იმყოფებოდა და საქართველოში მიმდინარე საერთაშორისო ოთხთა ტურნირზე ესპანეთისა და საფრანგეთის 19-წლამდე ნაკრებებთან მატჩებშიც მიიღო მონაწილეობა.

საქართველოსა და მოლდოვას ეროვნულ ნაკრებთა შეხვედრა 12 ნოემბერს, 21:00 საათზე "დინამო არენაზე" გაიმართება.

0.127896