ფეხბურთი

12:51 | 11.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნაკრებმა “დინამო არენაზე” ივარჯიშა და ანანიძის უთამაშებლობა გადაწყდა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა “დინამო არენაზე” ივარჯიშა – საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა ყველა იმ ფეხბურთელმა მიიღო, რომელიც მოლდოვასთან სამატჩო განაცხადში იქნებიან. ამის შესახებ სფფ-ის ვებგვერდი იუწყება.

გადაწყდა, რომ ხვალინდელ შეხვედრაში ნაკრებს ვერ დაეხმარება ჯანო ანანიძე, რომელიც თბილისში იმყოფება და ნაკრების ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა, მაგრამ მატჩისთვის გამოჯანმრთელებას ვერ ასწრებს.

საქართველოსა და მოლდოვის ნაკრებთა შეხვედრა შაბათს, “დინამო არენაზე” გაიმართება და იგი 21:00 საათზე დაიწყება.

0.131418