ფეხბურთი

2:25 | 11.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ნაპოლი” დეპაით დაინტერესდა

“მანჩესტერ იუნაიტედის” და ჰოლანდიის ნაკრების ვინგერით, მემფის დეპაით “ნაპოლი” დაინტერესდა – იუწყება იტალიური გამოცემა Tuttomercatoweb.Com.

ნეაპოლური კლუბის ხელმძღვანელობას ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გაძლიერება სურთ და ერთ-ერთი სასურველი მოთამაშე ახალგაზრდა ჰოლანდიელია.

22 წლის ვინგერი ძალიან ნიჭიერია და მასზე ჰოლანდიაში დიდ იმედებს ამყარებენ, თუმცა “იუნაიტედს” აშკარად ვერ მოერგო და ჟოზე მოურინიოს მისვლის შემდეგ, თამაში თითქმის აღარ უწევს. მემფისს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად, მხოლოდ 126 წუთი აქვს ნათამაშები.

“ნაპოლის” გარდა, მემფისის დამატება “მილანს” და “რომას” სურთ.

დეპაის “წითელ ეშმაკებთან” მოქმედი კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს და 25 მილიონ ევროდაა შეფასებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111806