ფეხბურთი

21:40 | 10.11.2016 | ნანახია NaN - ჯერ

როისი "ბაიერნთან" ითამაშებს

გერმანიის ეროვნული ნაკრების და "დორტმუნდის" შემტევმა მარკო როისმა ტრავმა მოიშუშა და მიუნხენის "ბაიერნთან" 19 ნოემბერს გასამართ მატჩში მონაწილეობას მიიღებს. აღნიშნული ინფორმაცია Bild-მა გაავრცელა.

27 წლის ფეხბურთელმა მძიმე ტრავმა გასული სეზონის გერმანიის თასის ფინალში მიიღო და მას შემდეგ მოედანზე არ გამოჩენილა. დაზიანების გამო მარკომ ევროპის ჩემპიონატიც გამოტოვა. გასულ სეზონში კი ფეხბურთელმა 43 მატჩში 23 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.

"დორტმუნდი" "ბაიერნს" ბუნდესლიგის მე-11 ტურში მიიღეს, მატჩი თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:49 | 19.12.2022
KoRBeN DaLLaS (24842)

უსმანას ლეოს ვალი ჰქონდა ))
ხომ გახსოვთ ბარსა-ლივერის ნახევარფინალი ? ხომ გახსოვთ ამ ბრიყვმა მესის ასპროცენტიანი ასისტი რომ გააფუჭა 3:0-ზე და მერე სანანებელი გაუხდათ ? ))
ასე როოომ...

13:41 | 19.12.2022
vaxo_5 (549)

აქლემის ვირუსი ვერ მოიშორა, ალბათ...

0.069518