რაგბი

20:50 | 10.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვიტო კოლელიშვილი: “გულშემატკივარი ჩვენთვის მე-16 მოთამაშეა”

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა დღეს, “შევარდენის” სტადიონზე წვრთნა გამართა, რომელიც ღია იყო. ვარჯიშის დასრულების შემდეგ მედიასთან ნაკრების წევრმა ვიტო კოლელიშვილმა იაპონიასთან მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

“გუნდში ძალიან კარგი განწყობაა – პირადად მე ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან საქართველოს ნაკრებთან ერთად დიდი ხანია არ მითამაშია სხვადასხვა მიზეზთა გამო. ყველა თამაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამ შემთხვევაში პირველი განსაკუთრებით. რადგან, როგორ დავიწყებთ. შემდეგი მატჩებიც ძალიან ძლიერ გუნდებთან გვაქვს. იაპონიასთან კი, აქამდეც ბევრჯერ გვითამაშია და ძალიან სწრაფ რაგბს თამაშობს და დისციპლინირებული გუნდია. საქართველოში ბოლოს მოვუგეთ, მოსამზადებელი თამაში კი წავაგეთ. გულშემატკივარს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის – ისინი ყოველთვის მე-16 მოთამაშეები არიან და მოხარული ვიქნებით თუ სტადიონზე მოვლენ. ჩვენ კი ვეცდებით გამარჯვებით გავახაროთ.” - თქვა კოლელიშვილმა.

საქართველოსა და იაპონიის ნაკრებთა შეხვედრა 12 ნოემბერს, თბილისში “მიხეილ მესხის” სტადიონზე 15:00 საათზე დაიწყება.

0.129904