12 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები შესარჩევის 110-ე მატჩს გამართავს. მეტოქე მოლდოვა იქნება, რომელთანაც ჯამში 10 მატჩი ჩაუტარებია და მოგება-წაგებათა ბალანსი თანაბარი აქვს: 4:4.
მოლდოვა შესარჩევების ისტორიაში ოთხჯერ შეხვდა საქართველოს, ანუ გუნდები ორჯერ მოხვდნენ ერთ ჯგუფში. პირველი ჩვენთვის უიღბლო გამოდგა, რაგან ორივე მატჩი წავაგეთ და განსაკუთრებით დასანანი იყო 1994 წლის 7 სექტემბერს თბილისში განცდილი მარცხი. კოლოსალური სათამაშო უპირატესობა, ასპროცენტიანი მომენტები, ძელი, ხარიხა და მაინც 0:1. იგორ ოპრიამ პირველი ტაიმის ბოლოს შორიდან გაგვიტანა და მეტი გოლი აღარ გასულა.
იმავე შესარჩევი ჯგუფის ბოლო ტურში ქართველებმა სტუმრად 2:3 წააგეს. ალექსანდრე ჩივაძის გუნდს მესამე ადგილი განაღდებული ჰქონდა, მოლდოვა კი იმ გამარჯვებით მეოთხეზე გავიდა.
მეორე შესარჩევში ქართველებმა რევანში აიღეს. ბათუმში შოთა არველაძისა და გიორგი ქინქლაძის გოლებით 2:0 იმარჯვა, სტუმრად კი თემურ ქეცბაიამ მატჩის დასაწყისში გაიტანა და 1:0 დასრულდა.
მას შემდეგ საქართველო-მოლდოვა მხოლოდ ამხანაგურებში ხვდებოდნენ ერთმანეთს და ბოლო ასეთი იყო 2011 წლის 11 ნოემბერს. საქართველოს ნაკრებს თემურ ქეცბაია წვრთნიდა, ჩვენებმა 2:0 მოიგეს და ორივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს. ჯერ სანდრო კობახიძემ თავით, მერე კი ჯანო ანანიძემ პენალტით. ბოლოს დიდი ანგარიშით გამარჯვებაც შეგვეძლო, მაგრამ შოთა გრიგალაშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა.
მთლიანობაში, საქართველოს ნაკრებს ისტორიაში 208 მატჩი ჩაუტარებია და 60-ჯერ მოუგია, ხოლო შესარჩევის 109 თამაშიდან მხოლოდ 25 დაასრულა გამარჯვებით. სტატისტიკა ნამდვილად ვერაა მოსაწონი.
მოლდოვას რაც შეეხება, ამ ჯგუფში ქულა არ აქვს აღებული, წინა შესარჩევში (მუნდიალ-2014) მხოლოდ ორი ქულა მოიპოვა და საერთოდაც, მოლდოვას 2013 წლის 15 ოქტომბრის შემდეგ შესარჩევში არ მოუგია. აღნიშნულ დღეს კი მართლაც მოულოდნელად იმარჯვეს: სტუმრად ჩერნოგორიასთან 5:2.
ისე, მოლდოველებს სტუმრად უფრო სჩვევიათ სიურპრიზები. ჩერნოგორია ვახსენეთ და წინა შესარჩევში რუსეთს მოსკოვში წაართვეს ქულები - 1:1.
ზოგადად კი, საქართველო-მოლდოვას დაპირისპირებები რომ გავიხსენოთ, თითქმის ყველა მატჩში ჩვენები ფლობდნენ სათამაშო უპირატესობას, მაგრამ ფაქტია, საერთო სტატისტიკაში არ ჩამოგვრჩებიან. ეგაა, ბოლო ორი-სამი წელია, რაც მოლდოვის ნაკრები ძალიან სუსტად გამოიყურება და შესარჩევის მატჩი უკანასკნელად როდის მოიგო, უკვე დავწერეთ. აი, ამხანაგურში კი ბოლოს წლეულს, 28 მარტს იმარჯვეს, სტუმრად ანდორასთან 1:0.
მაინც სიფრთხილეა საჭირო. საქართველოს ნაკრებიც არაა იმ დონისა, რომ მეტოქეს ზემოდან უყუროს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩების სტატისტიკა
208 მატჩი - 60 მოგება, 40 ფრე, 108 წაგება, ბურთები 230:311
მხოლოდ შესარჩევებში
შინ: 54 მატჩი - 18 მოგება, 13 ფრე, 23 წაგება, ბურთები 58:61, ქულა 67
სტუმრად: 55 მატჩი - 7 მოგება, 7 ფრე, 41 წაგება, ბურთები 50:105, ქულა 28
სულ: 109 მატჩი - 25 მოგება, 20 ფრე, 64 წაგება, ბურთები 108:166, ქულა 95
მოლდოვასთან თამაშების სტატისტიკა
10 მატჩი: 4 მოგება, 2 ფრე, 4 წაგება, ბურთები 14:11
1991. კიშინიოვი. ამხანაგური
მოლდოვა-საქართველო 2:4
გოლები: თემურ ქეცბაია, გიორგი დარასელია, მიხეილ ჯიშკარიანი, მიხელ ყაველაშვილი
1994. თბილისი. შესარჩევი
საქართველო-მოლდოვა 0:1
1995. კიშინიოვი. შესარჩევი
მოლდოვა-საქართველო 3:2
გოლები: დავით ჯანაშია, ავტოგოლი
1997. ბათუმი. შესარჩევი
საქართველო-მოლდოვა 2:0
გოლები: შოთა არველაძე, გიორგი ქინქლაძე
1997. კიშინიოვი. შესარჩევი
მოლდოვა-საქართველო 0:1
გოლი: თემურ ქეცბაია
2003. თბილისი. ამხანაგური
საქართველო-მოლდოვა 2:2
გოლები: დავით ჩალაძე, მიხეილ აშვეთია
2004. ტირასპოლი. ამხანაგური
მოლდოვა-საქართველო 1:0
2009. თბილისი. ამხანაგური
საქართველო-მოლდოვა 1:2
გოლი: ზურაბ ხიზანიშვილი
2010. კიშინიოვი. ამხანაგური
მოლდოვა-საქართველო 0:0
2011. თბილისი. ამხანაგური
საქართველო-მოლდოვა 2:0
გოლები: სანდრო კობახიძე, ჯანო ანანიძე (პენ)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მოკლედ, თუ ანანიძე იქნება ძირითადში და შეტევას ასეთი სახე ექნება

ჭანტურია________ოქრიაშვილი________ანანიძე
___________სხირტლაძე/ქვილითაია_________
დიდი ალბათობით მოვიგებთ და მაგ შემთხვევაში ავიღებ საქართველოს ნაკრებს სხვა 2-3 თამაშტან ერთად, თუ არა და შევეშვები საერთოდ
აკი ანანიძეს თამაში გამოირიცხაო?
ბრაზიალია-არგენინტინა იქნება კაი ტამაში მარა რა უყურებს მაგ დროს, არა და ზაპისებსაც ვერ ვამუღამებ თუ ანგარიში უკვე ვიცი.
კი
maradona73
მოლდოვასთან მძიმე თამაში იქნება
+1 გოლს გატა გვიჭირს და თუ მაინცდამაინც ახლა არ დაიწყეს ყველა მომენტის გამოყენება ნამდვილად მძიმე თამაში იქნება
მეც ეგრე მგონია. ფრთხილად უნდა ვითამაშოთ, თორემ ურა თამაშით შეიძლება დავისაჯოთ.
ლოკომოტივთან ???? DDDD
მოლდოვასთან ექსპერიმენტიც შეძლებოდა: 4-2-3-1 სქემაში მრჯვენა შემტევად და თავდამსხმელად დაეყენებინათ ჭანტურია და სხირტლაძე და ეცვლაოთ პერიოდულად პოზიციები.
maradona73,
).
მე პირადად, რასაც ვაკვირდები, ქართველი შემტევი ფეხბურთელებიდან მხოლოდ 3-ში ვხედავ იმის პოტენციალს, რომ არა საშუალო, არამედ მაღალი დონის ფეხბურთი ითამაშონ. ესენი არიან ჯანო, ოქრიაშვილი და ჭანტურია (+ გვილიას კიდევ უნდა დავაკვირდე
ყაზაიშვილის და მჭედლიძის მაქსიმუმი არის საშუალო დონე.
სხირტლაძე, ქვილითაია, ლიპარტია და დანარჩენები არიან კობახიძის გაქანების მქონე მოთამაშეები (დაბალი კლასის, მაქსიმუმ სათადარიგო ვარიანტები).
ჩემი აზრით
ასე რომ რადგან ახლა ჭანტურია ჯანმრთელადაა და თან ფორმაშიცაა(ბოლო თამაშში ვუყურე, მაგრად ითამაშა), აუცილებლად უნდა იყოს ძირითადში, ჯანოსთან და ოქრისთან ერთად. ამ 3-ეულთან კი თუ მჭედლიძე ითამაშებს, მაშინ ჭანტურია მარჯვენა გარემარბად უნდა დადგეს, ხოლო თუ ყაზაიშვილი ითამაშებს, მაშინ ჭანტურია-ფორვარდად. :P
მარცვალაძე მაინც იყოს ეხლა 25-26 წლის, მარა ეგეც ტრამვიანი როჟაა. ისე დანარჩენებზე შედერებით მაღალი კლასისა კი არის.
მჭედლიძეს ვერ დაუვუმუღამე ვერაფრით რანაირი ფორვარდია, იმენნა კარში დარტყმისა ეშინია და თუ დაარტყა 95 %-ით ჩარჩიში ვერ ურტყავს
ვფიქრობ მოლდოვასთან უნდა მისცენ შანსი ქვილითაიასაც და სხირტლაძესაც, იქნებ რაღაცა გამოვიდეს რომელიმესგან მაინც.
ჭანტურია ორივეს სჯობია, მარა ძალიან არასტაბილურია, ალბათ პირველ რიგში არაპრფესინალიზმის და ზედმეტი წარმოდგენების გამო საკუთარ თავზე.
მარცვალაძე მართლა კარგი თავდამსხმელი იყო.. ბევრად მეტი შეეძლო.
მარადონა სადახარ გამო კარში ლუდი დავლიოთ გათიშული ვარ სიმონ მახმუდას დავისვავ კისერზე ისე ვიქეიფებ DDDF
სიცხე მაქვს 3 დღეა, ვგდივარ ლოგინში სამწუხაროდ
ხინკალას გადავუჯოკრე იმენა DDDDDDDD
კაია თუ გერგება, მე იმენნა ვეღარ ვქაჩავ. დავლევ და მერე 2 დღე აღარ ვგავარ ადამიანს
DDD
ლოთი ყოფილხარ მაშინ შენ
D:
გავცვდი მე მგონი, დასვენება მინდა ცოტა ხანი ალბათ
DDDDDDDDDDD
Бывший глава Федерации футбола Венесуэлы и вице-президент Южноамериканской конфедерации футбола (КОНМЕБОЛ) Рафаэль Эскивель признал себя виновным в деле о коррупции в ФИФА, информирует AP. Он дал соответствующие показания на заседании федерального суда в Бруклине (США). Напомним, Эскивель был арестован по подозрению в коррупции в мае 2015 года в Цюрихе, а в марте 2016 года он был экстрадирован в США. Кроме него был задержан еще ряд высокопоставленных чиновников.
Эскивель признал вину по нескольким пунктам обвинения в мошенничестве, отмывании денег и вымогательстве. Также 70-летний чиновник согласился выплатить штраф в размере 16 миллионов долларов. Приговор Эскивелю будет вынесен позднее.
წარმოიდგინეთ სამხრეთ ამერიკის გაღატაკებულ ქვეყნებში რამხელა ფული იჭრება და მილიარდერ ევროპულ კლუბებში რა ხდება ეხლა ...
ეს რო 16 მილიონის გადახდასაა ყაბულს, მინუმუმ 3 მაგდენი ხო ექნება კიდევ.
კიდევ როგორ ვიგებ მიკვირს
10 ლარს იგებ? საროლ
ჩვევა მაქვს, გარკვეულ თანხას ვდებ ხოლმე ჩვენების თამაშზე, და ვაგებ შედეგების შესაბამისად
ისე ვერ უყურებ?

მე პირიქით, დადებული თუ მაქვს იმ თავაშს ვეღარ ვუყურებ გემოზე, ან საერთოდ არ ვუყურებ, ნერვები არ მყოფნის
ტფუ ტფუ ტფუ

ბოლოს რომ შევხვდით, მეორე პანლტიც ჯანოს რომ დაერტყა, 3:0-ს მოვიგებდით.
გრიგალაშვილის პენალტი მახსოვს. რა გააკეთა :/
ჯანომ თუ ითამაშა და თავდამსხმელად ჭანტურიამ, დიდი ანგარიშით მოვიგებთ ამ თამაშს.
ამათთანაც თუ ვერ გაიტანეს ქვილითაიამ და სხირტლაძემ აღარ ყოფილა საშველი და მართლა ჭანტურია უნდა გავამწესოთ თავდამსხმელად დანარჩენ ნაკრებებთან.
წესით მთელი ქონებაა დასადები, მაგრამ მე საერთოდ არ დავდებ ოღონდ მოვიგოთ !
პროგნოზი 3:0
ვაა, რა ოპტიმისტი ხარ
D
რავიცი ძმაო თავდამსხმელებს გოლი ვერ გააქვთ, ანანიძეს ტრამვა აქვსო, ყაზაიშვილს მგონია 2 თვეა კლუბში ძირითადი არ უთამაშია.
დავრჩით მარტო ოქრის იმედად რომ გოლს შეაგდებს, ნუ შეიძლება ჭანტურიასაც გაუვარდეს.
მარა ღმერთმა არ ქნას და ერთ კონტრშეტევაზეც თუ დაგვიჭირეს, არა მგონია ჩვენებმა 2 გოლის გატანაშესძლონ.
მოლდოვა რაც არსებობს ყველაზე უსუსურია
ამათ ესეთი გასვლების შემდეგ უნდა მოიგონ ჯიგრულად
შეიძლება უფრო სურვილი სჭარბობს,მაგრამ საფუძველი აქვს
რაგბის და ფეხბურთის გამარჯვება ერთად გვეზეიმოს ქართველნო !
ღმმერთმა ქნას!
უფრო არ დავარღვევ ალბათ, ვერ ვენდობი ჩვენებს
D
მოგებენ ვითომ ჩვენები, დავარღვიო ჩემი წესი დაუდო ამათ მოგებასაც?
მორიგი გარიგებული მატჩები და განუკითხაობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში
0?'>http://guriismoambe.com/index.php?m=68&news_id=21298':'>http://guriismoambe.com/index.php?m=68&news_id=21298'))