ფეხბურთი

17:09 | 10.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

უეფას სამუშაო ვიზიტი საქართველოში

უეფას წარმომადგენლები 2017 წელს გასამართი ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში საქართველოში იმყოფებოდნენ.

3-დღიანი ვიზიტის ფარგლებში უეფას ღონისძიებების მენეჯერმა კრისტოფ ვონ ვონტენვილმა და უეფას ეროვნული გუნდების საშეჯიბრო სამსახურის ასისტენტმა რომან დიენგმა ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებთან გამართეს შეხვედრები. უეფას წარმომადგენლებმა ტურნირის მასპინძელი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის ძირითადი და სათადარიგო მოედნები დაათვალიერეს, ასევე ახალ თბილისში მდებარე სტადიონზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ და გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონს ესტუმრნენ.

კრისტოფ ვონ ვონტენვილმა და რომან დიენგმა, საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, ტურნირის ფინალური ეტაპების მასპინძელი სასტუმროებიც დაათვალიერეს.

უეფას წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი დღეს დასრულდა.

ამჟამად საქართველო ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის მოსამზადებელი ოთხთა ტურნირს მასპინძლობს, რომლის ფარგლებში ჩვენს ქვეყანას საფრანგეთის, ჰოლანდიისა და ესპანეთის 19-წლამდე გუნდები სტუმრობენ.

სფფ-ის პრესსამსახური

0.117511