ქალ მოჭადრაკეთა ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე მეოთხე ტურის პარტიები გათამაშდა. ევროპის მოქმედი ჩემპიონი ,,ნონა’’, წინა ტურში ფავორიტ ,,მონტე კარლოსთან’’ დამარცხების(1,5:2,5) შემდეგ, ამჯერად საშუალო კლასის მოჭადრაკეებით დაკომპლექტებულ ,,ოლდარ იუგრუს’’(აზერბაიჯანი) დაუპირისპირდა. რაღა თქმა უნდა, ფავორიტად ,,ნონა’’ ითვლებოდა, მაგრამ ქართველმა მოჭადრაკეებმა ეს პროგნოზი ვერ გაამართლეს.
ბელა ხოტენაშვილი - ნარმინ კაზიმოვასა და სალომე მელია -აიდან ჰოჯატოვას პარტიები ყაიმით დასრულდა. ნანა ძაგნიძის მიერ ზეინაბ მამედიაროვას დამარცხების შემდეგ ,,ნონა’’ 2: 1 დაწინაურდა. გულნარა მამადოვასთან თეთრებით მოთამაშე ნინო ბაციაშვილს, ,,ოლდარ იურდუს’’ დასამარცხებლად ყაიმიც ჰყოფნიდა, მაგრამ წააგო და შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.
ამრიგად, ოთხი ტურის შემდეგ ,,ნონას’’ ხუთი ქულა აქვს და ,,ოლდარ იურდუსა’’ და ასდ-თან ერთად IV- VI ადგილებს ინაწილებს. რვა ქულით ასპარეზობას ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს ,,მონტე კარლოს’’ სახით, რომელმაც ლიდერობაში მოზიარე ,,უგრას’’(რუსეთი) 2,5:1,5 მოუგო. ექვს-ექვსი ქულით II- III ადგილებს,,უგრა’’ და კიდევ ერთი რუსული კლუბი ,,ლადია’’ ინაწილებენ.
მეოთხე ტურში ,,ნონას’’ მეტოქე მესამე ნომრად განთესილი ,,უგრა’’ იქნება, ხოლო ,,მონტე კარლო’’ ,, ლადიას’’ დაუპირისპირდება