ფეხბურთი

0:00 | 10.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფილიპ ლამი კარიერის დასრულებას აპირებს

მიუნხენის “ბაიერნის” კაპიტანმა ფილიპ ლამმა შესაძლოა კარიერა მიმდინარე სეზონის შემდგომ დაასრულოს. ამის შესახებ 33 წლის ფეხბურთელმა გამოცემა “ბილდს” თავად უთხრა.

“ჩემი მომავალა არაა დამოკიდებული თუ რამდენ ტიტულს მოვიგებ. ყველაფერი იმაზეა თუ რას მეტყვის ჩემი სხეული და როგორ კონდიციებში ვიქნები. მინდა ფეხბურთიდან კარგ ფორმაში მყოფი წავიდე და არ გამოვრიცხავ, რომ ეს 2017 წლის ზაფხულში იყოს”, - ამბობს ლამი.

არადა, ფილიპს “ბაიერნთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2018 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, მაგრამ როგორც ჩანს ლამი მის ვადაზე ადრე გაწყვეტაზეც ფიქრობს. ფილიპ ლამმა მიმდინარე სეზონში 12 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლის გატანა მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ ლამმა სანაკრებო კარიერა 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ დაასრულა, როცა მხოლოდ 31 წლის იყო...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114225