ფეხბურთი

17:31 | 9.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი არაბიძემ უკრაინის ნაკრებში თამაში გამორიცხა

დონეცკის “შახტარისა” და საქართველოს 19-წლამდე ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი არაბიძემ WORLDSPORT.GE-სთან საუბარში გამორიცხა, რომ თითქოს საქართველოს ნაცვლად უკრაინის ნაკრებში აპირებს თამაშს. როგორც გიორგიმ გვითხრა, მისი ერთადერთი ინტერესი საქართველოს ნაკრებია და მოხარული იქნება თუ მთავარ გუნდში დაუძახებენ.

“ვლადიმირ ვაისთან საუბარი არ ყოფილა, ალექსანდრე იაშვილთან გვქონდა შეხვედრა, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი. ჩემი ინტერესი ცალსახადაა, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ვითამაშო – იყო საუბარი თითქოს მე არ მინდა საქართველოს ნაკრებში თამაში, მაგრამ ეს სრული სიცრუეა და სიმართლესთან საერთო არაფერი აქვს. ჩემი პირველი მიზანი სწორედ ჩემი ქვეყნის ნაკრებში თამაშია და უკრაინის ნაკრებში ჩემი ასპარეზობა გამორიცხულია”, - თქვა არაბიძემ ჩვენთან საუბარში.

შეგახსენებთ, გიორგი არაბიძის გადაბირებას უკრაინის ფეხბურთის ფედერაცია ცდილობს და ამის შესახებ მედიაში არაერთხელ დაიწერა. გულშემატკივარს კი ის ფაქტის აშინებს, რომ არაბიძეს არათუ ეროვნულ, არამედ 21-წლამდე ნაკრებშიც არ იძახებენ.

0.120688