ფეხბურთი

15:44 | 9.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ფუტსალის ლიგა 2016/17 იწყება!

10 ნოემბერს, ახალ სპორტის სასახლეში საქართველოს ფუტსალის ლიგის 2016/17 წ.წ სეზონი აიღებს სტარტს.

წლევანდელ ჩემპიონატში, რომელიც დებიუტანტების სიმრავლით გამოირჩევა, 10 (ათი) გუნდი მიიღებს მონაწილეობას.გათამაშება ორ წრედ წარიმართება.წრიული ეტაპის დასრულების შემდეგ ჩემპიონობისთვის ბრძოლას საუკეთესო ოთხეული განაგრძობს. 1/2 ფინალურ, ფინალურ და III ადგილისთვის შეხვედრებში, გამარჯვებულები ორი მოგების შედეგად გამოვლინდებიან.

პირველი ტური,12:00 სთ-ზეაფხაზეთისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის(იბსუ)გუნდების დაპირისპირებით დაიწყება. 14:00 სთ-ზე გამართავს თავის პირველ შეხვედრას შარშანდელი ბრინჯაოს პრიზიორი თბილისი, რომლის მეტოქეც ახლად შექმნილი კლუბი „მგლები“ იქნება. 16:00 სთ-ზე დაიწყება ვიცე-ჩემპიონის და ლიგის ერთ-ერთი ფავორიტის სტუ-თელასისა და დინამო ბათუმის დაპირისპირება. 18:00 სთ-ზე დებიუტანტები - მფკ აგორა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლუბი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ამ შეხვედრის დაწყებამდე გაიმართება ჩემპიონატის გახსნის ოფიციალური ცერემონია, რომელსაც სფფ-ს და სპორტული სააგენტო SBM-ის ხელმძღვანელები დაესწრებიან. სათამაშო დღეს, ორი დებიუტანტის, თბილისი ვარიორსისა და ჩემპიონატის ფავორიტის, ტატიშვილის შეხვედრა დაასრულებს. მატჩი 20:00 სთ-ზე აიღებს სტარტს.

10.11.2016. საქართველოს ფუტსალის ლიგა. I ტური

12:00 აფხაზეთი - იბსუ

14:00 თბილისი - მგლები

16:00 სტუ-თელასი - მფკ დინამო (ბთ)

18:00 აგორა - ბსუ (ბთ)

20:00 თბილისი ვარიორსი - ტატიშვილი

სფფ-სა და SBM-ს შორის, 2016 წლის 10 თებერვალს გაფორმებული ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, წლევანდელ ჩემპიონატსაც მხარეები ერთობლივ ორგანიზებას გაუწევენ.

სიახლეა საპრიზო ფონდთან დაკავშირებით - გუნდებს ფრის და მოგების შემთხვევაში, გაზრდილი ფულადი ბონუსები დაერიცხებათ.

აღსანიშნავია, რომ თბილისი არ იქნება ერთდაერთი ქალაქი სადაც ფუტსალის ლიგის მატჩები გაიმართება - ორივე ბათუმური კლუბი საშინაო შეხვედრებს აჭარის დედაქალაქში გამართავს.

ახალი სეზონის განსაკუთრებული სიახლე საქართველოს ფუტსალის ლიგის წლევანდელი გათამაშების სატელევიზიო გაშუქებას შეეხება - სფფ-ს,SBM-ისა და ტელეკომპანია „სილკის“ პარტნიორობის ფარგლებში, გულშემატკივარს საშუალება ექნება ყოველ სამშაბათს, ფუტსალის ლიგის ტურის მიმოხილვა „სილკ უნივერსალის“ არხზე მომზადებული სპეციალური გადაცემის ფორმატში იხილოს.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სილკ უნივერსალი, სპორტული ბრენდი„SALLER”, “წყალი მარგებელი“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“.

მედია პარტნიორები: რადიოები, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი „ლელო” და სპორტული ჟურნალი „ათიანი“.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119554