ამ ცოტა ხნის წინ უკვე გაუწყეთ, რომ 2018 წელს რუსეთში გასამართი მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის თილისმად და სახედ, მუნდიალის ორგანიზატორებმა ცნობილი ბრაზილიელი მოდელი, ჟიზელ ბუნდჰენი დაასახელს და ამ ამბავს მაშინვე მოჰყვა დიდი მითქმა-მოთქმა და ოცობოდია.
ახლა ჟიზელის გათილისმება მთელს რუსეთში დიდი გარჩევის საგანია და ბევრმა ჩვენმა “ტკბილმა” მეზობელმა ეს ფაქტი ლამის ეროვნულ შეურაცხყოფადაც კი მიიღო – აქაოდა, რუსეთში ასეთი ხელიხელსაგოგმანები ლამაზმანები მიდი-მოდიან და რაღა ბრაზილიელ მოდელზე დაგვიდგა საქმეო.
საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ რუსეთში მრავალმა ადამიანმა რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის სახელზე სპეციალური პეტიციაც კი მოამზადა, სადაც ნათქვამია, რომ მუნდიალის ორგანიზატორებმა გადაწყვეტილებას უნდა გადახედონ, თორემ ჩემპიონატს მთელი მათი “დიდებული სამშობლო” ბიოკოტს გამოუცხადებს. მოდი და ელაპარაკე ახლა მათ მშვიდობაზე და სოლიდარობაზე...