გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ექვსი შეხვედრა გაიმართა.
“კლივლენდ კავალიერსმა” მიმდინარე რეგულარულ სეზონში პირველი მარცხი განიცადა, “კავალერია” შინ “ატლანტასთან” 106:110 დამარცხდა. ჯორჯიელებში 28 ქულით შროდერი გამოირჩა, ხოლო “კავალიერსში” 29 ქულით კაირი ირვინგი. მატჩის მეორე პერიოდი “ქორებმა” 11 ქულით მოიგეს, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა. “კავალიერსი” ექვსი მოგებით და ერთი წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს.
“პორტლენდმა” შინ “ფინიქსი” 124:121 დაამარცხა. პირველ პერიოდში პორტლენდელებმა მეტოქეს 17 ქულით აჯობეს, მთელი შეხვედრის განმავლობაში “ფინიქსი” ამ სხვაობის აღმოფხვრას ცდილობდა, რაც საბოლოო ჯამში ვერ შეძლო. მატჩში ყველაზე მეტი 38 ქულა ლილარდის ანგარიშზეა. “ფინიქსში” 31 ქულით ერიკ ბლედსოუ გამოირჩა.
“კლივლენდ კავალიერსი” – “ატლანტა” 106:110 (20:20, 22:33, 37:31, 27:26)
https://www.youtube.com/watch?v=CCItu3SozPI
“ბრუკლინი” – “მინესოტა” 119:110 (33:33, 33:32, 22:19, 31:26)
https://www.youtube.com/watch?v=7w0NIvK0az0
“მემფისი” – “დენვერი” 108:107 (26:26, 30:30, 23:20, 29:31)
https://www.youtube.com/watch?v=kCJBv-rBT3Q
“პორტლენდი” – “ფინიქსი” 124:121 (42:25, 21:30, 26:27, 35:39)
https://www.youtube.com/watch?v=ojuSFbxqfKM
“ლეიკერსი” – “დალასი” 97:109 (27:25, 27:33, 23:25, 20:26)
“საკრამენტო” – “ნიუ ორლეანი” 102:94 (33:26, 20:20, 23:24, 26:24)