ვალერიან გვილია – ოქტომბრის თვის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი. WORLDSPORT.GE-ს რუბრიკა “თქვენ ირჩევთ” ამჯერად ბორისოვის “ბატესა” და საქართველოს ეროვნული ნაკრების 22 წლის ნახევარმცველი გახდა. გვილიას გამოკითხულთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ, 51.1%-მა დაუჭირა მხარი და მეორე ადგილზე გასული თორნიკე ოქრიაშვილი საგრძნობლად ჩამოიტოვა – 18.9%.
ვალერიან გვილიამ ოქტომბრის თვეში 6 მატჩი ითამაშა და 2 გოლის გატანა შესძლო. განსაკუთრებით შთამბეჭდავი მისთვის საქართველოს ნაკრებში ჩატარებული შეხვედრები გამოდგა ირლანდიისა და უელსის ნაკრებთა წინააღმდეგ, სადაც გვილიამ თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინა.
რაც შეეხება სხვა ნომინანტებს – მესამე ადგილზე დავით სხირტლაძე გავიდა 14.2%-ით, მეოთხეზე ნიკა კაჭარვა 8.7%-ით, ხოლო ბოლო, მეხუთე პოზიცია ერგო გიორგი ჭანტურიას 7.1%-ით.
გამოკითხვაში მონაწილეობა სულ 323 მკითხველმა მიიღო და უნდა აღინიშნოს, რომ გაცილებით მეტი აქტივობა დაფიქსირდა წინა თვეში, როდესაც გამარჯვებული ჯანო ანანიძე გახდა.
“თქვენ ირჩევთ” ნოემბრის თვეში საუკეთესო ქართველ ფეხბურთელს ერთი თვის შემდგომ კვლავაც გამოავლენს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ზოგჯერ პასის გამკეთებელს ადანაშაულებენ როცა ადრესატი ამ პას ვერ იღებს,ყოველთვის გვიკვირდა თუ ყოველთვის იქ რატო ჩნდებოდნენ ბურთან სადაც საჩირო იყო ინძაგი,ეტო,დელპიერო,რაული,კლიუვერტი და მრავალი სხვა.იმიტო ჩნდებოდნენ რო ამას ბავშვობიდან ამუშავებდნენ და წლების მერე ალგო განუვიტარდათ და ასრულებდნენ კიდეც,პასი ის არარის ხოლმე სადაც დგეხარ იქ მოგცენ ბურთი,პასი ის არის სადაც ცარიელ სივრცეში იგზავნება ბურთი და შენ მაგ ბურთს იქ ხვდები,ჩემი აზრით ბოლო წლებში ასეთი მარტო სირაძე გვყავდა,კაცს ბოლო 10 წუთი ათამაშებდნენ და ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი გოლი აქ გატანილი ნაკრებში
მიდით ბიჭებო,ძაან სასიხარულოა როცა ნაკრებში ამდენი კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს და კონკურენცია ძაან დიდია,ეგ პირველრიგში თქვენთვისაა ბიჭებო კარგი,წარმატებებიიიიი
ვაკო წარმატებები იგროკი ხარ მალადეც ძმაო...ლიპარტიაც გაამართლებს ორივე მაგარები არიან...
ფიფიამ ბატეს მიბაძოს გუნდის აწყობაში და სელექციაში
ფიფიამ იაპონელებს მიბაძოს და ხარაკირი გაიკეთოს ჯობია, თორემ მაგის დაყენებული გუნდი ცირკია და კლოუნები უფრო ყავს მოსაწვევი...



ესე თუ გააგრძელა უკეთეს ლიგაში ზაფხულშივე გადავა
ერთადერთი კაცია ,ნაკრების თამაშს რო ვუყურებ და მსიამოვნებს ამის თამაში, რა პასები რა მოძრაობა. წარმატებები და უკეთესი ლიგა .
გეთანხმები
) ირლანდიასთან თამაშისას, ამან 1-2 პასი გააკეთა, რის შემდეგაც ბურთი დაიკარგა და ჩვენმა კომენტატორებმა, გვილიას გამო დაიკარგა პასიო, არა და იდეაში ამან სწორი და გააზრებული პასი გააკეთა, უბრალოდ ნავალოვსკი ვერ მიხვდა მაგ მომენტში სად უნდა ყოფილიყო
))
100%-იანი ხარ, ეგ გავიფიქრე ზუსტად მაგ მომენტში.
კარგი ბიჭია, მალე უკვეთეს ლიგაში უნდა ვიხილოთ
ჩვენი კროოსი
)
ყოჩაღ ვალერა, მიდი შენებურად...!!!
ვალერი წარმატებებს გისურვებ, იმედია მოლდოვასთან საუკეთესო იქნები, მჯერა ნაკრებში მოლდოვასთან დაიწყებ ბურთების გატანას...