ჭადრაკი

19:57 | 8.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ნონა” ლიდერია

მოჭადრაკე ქალთა ევროპის საკლუბო ჩემპიონატის მეორე ტურში, მოქმედმა ჩემპიონმა ,,ნონა’’-მ ,,სანკტ პეტერბურგი’’ 2,5: 1,5 დაამარცხა, ,,მონტე კარლოსა’’(მონაკო) და ,,უგრასთან’(რუსეთი)’ ერთად 4 ქულა დააგროვა და უკეთესი კოეფიციენტით პირველ ადგილზე იმყოფება.

,,სანკტ პეტერბურგთან’’ შეხვედრის დროს სალომე მელია(2393) მოულოდნელად, მასზე დაბალი რეიტინგის მქონე ალინა ბალაიანთან(22160) დამარცხდა. სამაგიეროდ, გაიმარჯვეს ნანა ძაგნიძემ და ბელა ხოტენაშვილმა, რომლებმაც შესაბამისად ანასტასია ბონდარუკი და დინა ბელენკაია დაამარცხეს, ხოლო ნინო ბაციაშვილი ევგენია ოვოდს დაუზავდა.

მესამე ტურში ქართველ მოჭადრაკეებს ძალზე სერიოზული მეტოქე ჰყავთ ,,მონტე კარლოს’’ სახით. ერთმანეთს ხვდებიან: ჰოუ იფანი- ძაგნიძე, ბაციაშვილი ანა მუზიჩუკი, მარია მუზიჩუკი - ხოტენაშვილი, მელია - პია კრამლინგი.

0.136972