ნოემბრის ტესტების პირველ მატჩამდე კვირაზე ნაკლები დრო რჩება - 12 და 19 ნოემბერს ბორჯღალოსნები მიხეილ მესხის სტაიდონზე იაპონიას და სამოას ეთამაშებიან (ორივე მატჩი 15 საათზე იწყება), ხოლო 26 ნოემბერს ჩვენი ნაკრები გასვლაზე, პირველად 2011 წლის მსოფლიო თასის შემდეგ შოტლანდიას ქილმარნოქში ერკინება.
ქომაგებს ორივე საშინაო მატჩის ბილეთების შეძენა შეუძლიათ მესხის სტადიონის სალაროებში ყოველდღე 11-დან 19 საათამდე და ასევე ონლაინ შემდეგ ბმულზე TKT.GE/Rugby
ბორჯღალოსნები 7 ნოემბრიდან შევარდენის სანაკრებო ბაზაზე შეკრებაზე იმყოფებიან და ემზადებიან სანაკრებო სეზონის დასკვნითი მატჩებისთვის. მილტონ ჰეიგმა, რომლის განკარგულებაში 30 ბორჯღალოსანია, სანოემბრე რაზმი 7 ნოემბერსვე გამოაცხადა - ვრცლად >>>
ღია ვარჯიში
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტების პირველ ღია ვარჯიშს ხუთშაბათს, 10 ნოემბერს, ტრადიციულად შევარდენის სანაკრებო ბაზაზე გამართავენ, რომელიც 16 საათზე დაიწყება.
ჟურნალისტების და მედია საშუალებების წარმომადგენლების საყურადღებოდ:ღია ვარჯიშზე ფოტო-ვიდეო გადაღება დასაშვებია დაწყებიდან 15 წუთის განმავლობაში. ამ დროის ამოწურვის შემდეგ მედიის წარმომადგენლებს ეთხოვებათ ფოტო-ვიდეო გადაღების შეწყვეტა. ჟურნალისტებს კომენტარებისა და სინქრონების ჩაწერა შეეძლებათ მხოლოდ ვარჯიშის დასრულების შემდეგ.
www.site.rugby.ge







