კალათბურთი

18:06 | 8.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას 2 ქულა და კარის სარეკორდო სამქულიანები

ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” შინ “ნიუ ორლეანი” 116:106 დაამარცხა. ზაზა სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 11 წუთი დაჰყო, ამ დროში ფაჩულიამ გუნდს ორი ქულა, ერთი მოხსნა და ამდენივე პასი შესძინა.

ზაზას თანაგუნდელმა სტეფ კარიმ ნბა-ს ყველა რეკორდი მოხსნა და ერთ შეხვედრაში 13 სამქულიანი ჩააგდო, აქამდე ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეკორდი (ერთ შეხვედრაში ჩაგდებული სამქულიანებით) კობი ბრაიანტს და დინელს მარშალს ეკუთვნოდა 12-12 სამქულიანი. კარიმ სულ საბოლოოდ მეტოქეს 46 ქულა ჩაუგდო. “ნიუ ორლეანში” 33 ქულით და 16 მოხსნით საუკეთესო ენტონი დევისი გახლდათ.

“გოლდენ სტეიტი” ხუთი მოგებით და ორი მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა. “მეომრები” მომდევნო შეხვედრაში 10 ნოემბერს თბილისის დროით 07:30 საათზე “დალას მავერიკსს” შეხვდებიან.

0.122987