18-19 ნოემბერს რუმინეთის დედაქალაქი ბუქარესტი ჭიდაობაში ევროპის ერთა თასს უმასპინძლებს, ზუსტად ერთ კვირაში კი 24-26 ნოემბერს ბაქოში ჰეიდარ ალიევის ოქროს გრან-პრის ფინალური ეტაპი გაიმართება, საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებები აღნიშნული შეჯიბრებებისათვის ბორჯომში 10 დღიან შეკრებას გაივლიან.
ევროპის ერთა თასზე მონაწილეობის უფლება ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგის მიხედვით თითოეულ სტილში ექვსმა საუკეთესო ნაკრებმა მოიპოვა. შეგახსენებთ რომ რიგაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი მოიპოვა და ბუქარესტში ლიდერის რანგში გაემგზავრება.
თავისუფალი ჭიდაობა: საქართველო, რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი, აზერბაიჯანი, რუმინეთი.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
57 კგ - ბექა ბუჯიაშვილი, ოთარ გოგავა
61 კგ - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ბექა ლომთაძე
65 კგ - ზურაბ იაკობაშვილი, კონსტანტინე ხაბალაშვილი
70 კგ - დავით ტლაშაძე
74 კგ - იაკობ მაქარაშვილი, ზურაბ ერბოწონაშვილი
86 კგ - სანდრო ამინაშვილი, ირაკლი მწითური
97 კგ - ელიზბარ ოდიკაძე
125 კ - გენო პეტრიაშვილი, გიორგი მეშვილდიშვილი
გუნდს დავით პოღოსიანი და არჩილ ქიტიაშვილი უხელმძღვანელებენ.
ბერძნულ-რომაული: რუსეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, თურქეთი, რუმინეთი და საქართველო.
ბუქარესტში წამსვლელთა ვინაობას ბერძნულ-რომაული ნაკრების თავკაცები მოგვიანებით დაასახელებენ.
ბაქოს ფინალურ გრან-პრიზე მონაწილეობა კვოტირებულია - სადაც მხოლოდ ევროპის, მსოფლიოს ან ოლიმპიადის მედალოსნებს იწვევენ. თუმცა ლიცენზირებული სპორტსმენის შეცვლა შეიძლება. ჩვენმა თავისუფალთა ნაკრებმა კი 8 ლიცენზიიდან 7 მოიპოვა, მაგალითად, ხინჩეგაშვილმა ორ წონაში მოიპოვა ბაქოს საგზური - 57-ში ოლიმპიურ თამაშებზე, 61-ში - ევროპის ჩემპიონატზე, თუმცა რადგან ერთი კვირით ადრე ბუქარესტში ჭიდაობს, აზერბაიჯანში აღარ იასპარეზებს, 57-ში მას ოთარ გოგავა შეცვლის, 61-ში კი გიორგი რევაზიშვილი. ამავე მიზებით ბაქოში დავით ტლაშაძე (70) და იაკობ მაქარაშვილიც (74) არ გამოვლენ მათ ნაცვლად კი დიმიტრი ბასიაშვილი (70) და ავთანდილ კენჭაძე (74) იასპარეზებენ, ლიცენზიის მომპოვებელთაგან მხოლოდ სამი იჭიდავებს ბაქოში - ევროპის ორგზის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიური მედალოსანი დავით მარსაგიშვილი (86), ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი ელიზბარ ოდიკაძე (97) და ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიადის მესამე პრიზიორი გენო პეტრიაშვილი (125).
ფინალური ოქროს გრან-პრი
ბაქო, 24-26 ნოემბერი
57 კგ - ოთარ გოგავა
61 კგ - გიორგი რევაზიშვილი
70 კგ - დიმიტრი ბასილაშვილი
74 კგ - ავთანდილ კენჭაძე
86 კგ - დავით მარსაგიშვილი
97 კგ - ელიზბარ ოდიკაძე
125 კგ - გენო პეტრიაშვილი.
ბერძნულ-რომაული ნაკრებიდან კი ბაქოში ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი (75), ევროპის ვიცე-ჩემპიონი რობერტ კობლიაშვილი (85) და ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი შმაგი ბოლქვაძე (66) იასპარეზებენ.
wrestling.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ნაზარი არაა, დონ დიეგო!
არგენტინაში მესი არ ევასებათ
ფალოსებს ხატავენ მის ქანდაკებაზე
ფაქტია,რომ ჯინობილის და მარადონა არგენტინელი ხალხისთვის უფრო მაღლა დგას,თან გაცილებით
ნესვი მაინც კატალონიასთან ასოცირდება
არგენტინა არაა მისი სახლი.მითუმეტეს ნაკრების კაპიტნის ირგვლივ ამდენი ცუდი ხმა რომ დადის,ეგ გუნდი ვერაფერს მოიგებს.ხალხი ყველაფერს ხედავს
მესი ამსაიტზე გააღმერთეს თორეეე..არგენტინაში კარგად იციან რა შუშუცაა

ისე კერპთაყვანისცემლობა დიდი ცოდვაა
აქ მყოფმა ზოგიერთებმაც ვიცით რა სი**კოც არის მესი :დ
ახა ხაა... ა კიდო აგერ ერთი იუმორისტული სტატია
6 ოქროს ბურთი რომ აწერია ერთი კაცის გამო ეროვნება არგენტინელს ეგ არაა ქვეყნის სახელი?მესის გარდა არცერთი არგენტინელის სახელი არ წერია ოქროს ბურთის გამარჯვებულების სიაში.მართალია გასაგები მიზეზების გამო(დისტეფანო ესპანელად ჩათვალეს შეიცვალა მოქალაქეობაც და ნაკრებიც და მიტომ მიცეს და ესპანეთს აწერია დისტეფანოს 2 ოქროს ბურთი თორემ არაევროპელად რომ ჩაეთვალად არ მიცემდნენ,მარადონას კი მოქალაქეობა და ნაკრები არ შეუცვლია და რადგან არაევროპელი იყო არ მიცეს 2 ოქროს ბურთი)მაგრამ მაინც ფაქტი არის ის რომ ერთადერთი არგენტინელი ფეხბურთელი ვისაც ოქროს ბურთი აქვს მოგებული და მის გასწვრივ არგენტინის დროშაა მითითებული არის მესი.თან 6 მოიგო როცა სხვა არგენტინელს ერთი ოქროს ბურთიც არ აქვს მოტანილი ქვეყნისთვის
გადაგიარა უკვე მრისხანება მესიმ რო წაგაგებინა დიდი თანხა :დ ახლა მზე და მთვარე ამოგდის ისევ :დ მასე იცის ფანატიზმმა :დ
6 ოქროს ბურთი რო აქვს ფეხბურთელს მოგებული, იდეაში და ლოგიკურადაც ხო უნდა ჰქონდეს მსოფლიო მოგებული :დ და მაინც კიდევ იმასთან მივყავართ ამ ყველაფერს არავინ ჰყავს ნაკრებშიო და კითხვა ბუნებრივად მოდის თუ ვინმეს დახმარება სჭირდება და მარტო არ შეუძლია მოაგებინოს არგენრინას მაშინ ის 6 ოქროს ბურთი როგორ აიღო, ინდივიდუალურობის ხარჯზე აძლევენ ხო და არა გუნდურობის გამო ვინ ჰყავს გუნდში და როგორ უწყობენ ხელს :დ
სიტყვაზე ფაკუნდო კამპასომ რომ მოაგებინოს არგენტინას ოლიმპიადა მესი-მარადონაზე დიდი არგენტინელი სპორტსმენი იქნება?დაახლოებით ასეთი სისულელეა ჯინობილის მარადონაზე და მითუმეტეს მესიზე წინ დაყენება ზოგადად სპორტსმენების სიაში
მოკლედ იმის თქმა მინდა რომ მარტო ნაკრებს რაც გაუკეთა ეგ არაა მთავარი,ზოგადად მსოფლიოს მასშტაბით რას წარმოადგენს თავის სპორტში კონკრეტული მოთამაშე ეგაა მნიშვნელოვანი როცა ზოგადად კონკრეტული ეროვნების ყველადროის საუკეთესო სპორტსმენზე გვაქვს საუბარი.კი ბატონო კონკრეტულად ნაკრებისთვის ჯინობილიმ რაც გააკეთა მესი-მარადონას ჯამში არ გაუკეთებიათ იმდენი მაგრამ ზოგადად კალათბურთში მანუს მნიშვნელობა ახლოსაც ვერ მივა ზოგადად ფეხბურთში მარადონას და მითუმეტეს მესის მნიშვნელობასთან
+
ყველაზე დიდი არგენტინელი სპორტსმენი არის ულაპარაკოდ მესი.ის სახელი რაც მესიმ დატოვა ფეხბურთში აქამდე არავის არ დაუტოვებია და წარმოუდგენელიც კი არის მომავალშიც რომ ვინმემ დატოვოს.სხვა სპორტში მესის მსგავსი სახელი დატოვა ჯორდანმა კალათბურთში(უფრო მეტი სახელიც კი დატოვა ჯორდანმა ვიდრე მესიმ).მოკლედ ჯორდანი და მესი არიან ორი ყველაზე დიდი სპორტსმენი გუნდური სათამაშო სპორტის ისტორიაში.რადგან ჯორდანი ამერიკელია და მესი არგენტინელი,შესაბამისად საუკეთესო არგენტინელი სპორტსმენი ვინაა ეგ კითხვა საერთოდ აღარც უნდა დაისვას
მიუხედავად იმისა რომ მანუ მართლა ძაან მაგარი კალათბურთელი იყო და არგენტინის ნაკრებისთვის იმდენად წარმოუდგენელი რამ გააკეთა მესი-მარადონა უბრალოდ ვერც გააკეთებდნენ მაგას ვერასდროს გამომდინარე ფეხბურთ-კალათბურთის სხვაობიდან(ამერიკა როგორი ძლიერიცაა კალათბურთში ყველაზე და მათ შორის არგენტინაზეც,ისე არგენტინაზე ძლიერი ფეხბურთში ვერავინ ვერ იქნება ვერასდროს)მაინც არ მიმაჩნია მართებულად ჯინობილის ყველადროის საუკეთესო არგენტინელ სპორტსმენად დასახელება.მიზეზი მარტივია,მანუ არასდროს არ ყოფილა რეალურად მსოფლიოს 10 საუკეთესო კალათბურთელს შორისაც კი საუკეთესოობაზე ლაპარაკიც არაა,მესი და მარადონა კი თავიანთ ეპოქაში ულაპარაკოდ საუკეთესო ფეხბურთელები იყვნენ.სხვა ქვეყნისთვის თავისუფლად შეიძლება იყოს მანუ ისტორიაში საუკეთესო სპორტსმენი მაგრამ ქვეყანას რომელსაც მესი-მარადონა ყავს(რეალურად ორი ყველაზე დიდი ფეხბურთელი ზოგადად ფეხბურთის ისტორიაში)იქ ჯინობილი ვერ იქნება საუკეთესო რაც არ უნდა სასწაული გაეკეთებინა ქვეყნისთვის იმიტომ რომ მანუ ზოგადად კალათბურთის ისტორიაში შეიძლება 100 მოთამაშეშიც არ შედიოდეს.მესი არის არგენტინის ისტორიაში საუკეთესო სპორტსმენი,ყველაზე დიდი სახელი მესიმ დატოვა ზოგადად ფეხბურთში არგენტინელებს რომ შევეშვათ