თამაშგარე

14:12 | 8.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

აურზაური ერთი ფოტოსურათის გამო

ორი კვირაა მთელს მსოფლიოში არ წყდება კამათი და მითქმა-მოთქმა ერთი ფოტოსურათის გამო, რომელიც მადრიდის “რეალის” პორტუგალიელმა ვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ თავის “ფეისბუქის” გვერდზე განათავსა. ფოტოზე კრიშტიანუ ბუდას ქანდაკებასთანაა გადაღებული.

ეს ფოტო ერთი ჩვეულებრივი კადრი იქნებოდა რომ არა ის “მცირე” ნიუანსი, რომ პორტუგალიელ ფეხბურთელს მარჯვენა ფეხი ბუდას ქანდაკებაზე უდევს. ეს ჟესტი მრავალმა ბუდისტმა თუ არაბუდისტმა ადამიანმა ბუდიზმის შეურაცხყოფად მიიღო და ამის გამო რონალდუზე თავსდატეხილი კრიტიკის ქარცეცხლი დღემდე გრძელდება.

როგორც ესპანური მედია იუწყება, კრიტიკის გარდა, კრიშტიანუ რონალდუს ამ ფოტოს გამო ზოგიერთი ფუნდამენტალისტი ბუდისტისაგან მუქარის წერილიც მიუვიდა. ფაქტია, რომ მავანთათვის წმინდა ქანდაკებაზე ფეხის დადგმა მართლაც არ არის სწორი და მისაღები ჟესტი. თუმცა, საკითხავია, რონალდუმ იცოდა კი ეს ყველაფერი?!...

0.128258