სხვა

12:10 | 8.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

კენიელს მსოფლიოს რეკორდისგან გადაახვევინეს

კენიელმა მარათონელმა ლაბან მუტაიმ მსოფლიოს რეკორდის გაუმჯობესება პოლიციელების შეცდომის გამო ვერ შეძლო. ლუბლიანაში გამართულ მარათონზე, ტრასის 39-ე კილომეტრზე, ადგილობრივმა სამართალდამცავებმა სპორტსმენს იმ გზაზე გადაახვევინეს, რომელიც ოფიციალურ დისტანციაში არ შედიოდა. შესაბამისად, მუტაის ზედმეტი 600 მეტრის გარბენა მოუხდა და საბოლოო შედეგით - 2 საათი, 9 წუთი და 16 წამი, ჩემპიონი გახდა.

„ყველაფერი იქეთ მიდიოდა, რომ კენიელი მსოფლიოს ახალი რეკორდსმენი უნდა გამხდარიყო. ამისთვის მას დისტანცია 2 საათში, 7 წუთსა და 30 წამში უნდა დაეფარა, რასაც დიდი ალბათობით, შეძლებდა კიდეც, რომ არა პოლიციელთა შეცდომა" - განაცხადა ლუბლიანის მარათონის ორგანიზატორმა გაბრიელ ამბროჟიჩმა. მისივე სიტყვებით, ლაბან მუტაი დისტანციის ყოველ კილომეტრს საშუალოდ 3 წუთში (100 მეტრი 18 წამში) გარბოდა. ზედმეტი 600 მეტრის დასაფარად კი 108 წამი დასჭირდა.

მსოფლიოს რეკორდთან ერთად, ხელუხლებელი დარჩა ლუბლიანის მარათონის საუკეთესო შედეგიც (2 საათი, 8 წუთი და 21 წამი), რომელიც ეთიოპიელ ლიმენიხ გეტაჩუს ეკუთვნის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118412