საქართველოს სამბისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მიემგზავრება. 2016 წლის სეზონის უმთავრეს შეჯიბრებას 11-13 ნოემბერს, ბულგარეთის დედაქალაქი სოფია უმასპინძლებს და მსოფლიო კონკურენციაში სულ 14 ქართველი ჩაებმება. მამაკაცთა ნაკრები სრული შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი, ქალთა შორის კი ხალიჩაზე 5 ქართველი გავა.
წლეულს, ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა სულ 12 მედალი მოიპოვა. კონტინენტის ჩემპიონები გახდნენ: ვახტანგ ჩიდრაშვილი (57 კგ), ნიკოლოზ კუცია (82 კგ), ბექა ბერძენიშვილი (+100 კგ) და ნინო ოძელაშვილი (72 კგ). მინდია ლილუაშვილი (68 კგ), პაატა ღვინიაშვილი (90 კგ), ირინე ლეონიძე (80 კგ) და ელენე ქებაძე (+80 კგ) ფინალში დამარცხდნენ. გივი ნადარეიშვილი (52 კგ), დავით ლორიაშვილი (100 კგ), სალომე აბაშიძე (56 კგ) და თეა სუხიტაშვილი (68 კგ) კი ბრინჯაოებს დასჯერდნენ.
საქართველოს ნაკრები
მამაკაცები
52 კგ - გივი ნადარეიშვილი
57 კგ - ვახტანგ ჩიდრაშვილი
62 კგ - ზურაბ ოდოშაშვილი
68 კგ - მინდია ლილუაშვილი
74 კგ - ლევან ნახუცრიშვილი
82 კგ - ნიკოლოზ კუცია
90 კგ - პაატა ღვინიაშვილი
100 კგ - დავით ლორიაშვილი
+100 კგ - ბექა ბერძენიშვილი
ქალები
56 კგ - სალომე აბაშიძე
68 კგ - თეა სუხიტაშვილი
72 კგ - ნინო ოძელაშვილი
80 კგ - ირინა ლეონიძე
+80 კგ - ელენე ქებაძე.