“ვალენსიას” მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ ჟოაო კანსელოსთან დაკავშირებულ ჭორებზე ისაუბრა.
ბოლო რამდენიმე დღეა, რაც ესპანურ პრესაში აქტიურად იწერება “ბარსელონას” მიერ ჟოაო კანსელოთი დაინტერესებაზე. აღნიშნულ საკითხს “ვალენსიას” მთავარი მწვრთნელი ჩეზარე პრანდელი გამოეხმაურა. იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ჟოაო შესანიშნავი მოთამაშეა და მისით რომ ძლიერი კლუბები ინტერესდებიან, არ უკვირს.
“ამ ეტაპზე ჩვენ არ ვფიქრობთ ჭორებზე. ჩვენ გვყავს ძლიერი მოთამაშეები, თუმცა ახლა სატრანსფერო ბაზარზე საუბარი არ მსურს.
კანსელო შესანიშნავი მოთამაშეა. ის ძალიან ახალგაზრდაა და საჭირო ფეხბურთელია ჩვენი გუნდისთვის. მას რამდენიმე ამპლუაზე შეუძლია თამაში. ვფიქრობ, რომ მის მიმართ გამოწვეული ინტერესი ნორმალურია”, - ციტირებს ესპანური გამოცემა Marca პრანდელის სიტყვებს.
შეგახსენებთ, რომ კანსელომ მიმდინარე ლა ლიგაში 11 შეხვედრა ჩაატარა, ხოლო 1 სექტემბრიდან მოყოლებული პორტუგალიის ნაკრების მაისური 3-ჯერ მოირგო და 3 გოლი გაიტანა.