სტამბულის “ფენერბაჰჩეს” ჰოლანდიელმა ვარსკვლავმა რობინ ვან პერსიმ “ბელედიესპფორთან” მატჩში, აბდულ სისოკოსთან შეჯახებისას მარცხენა თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო და მხედველობის დაკარგვაც ემუქრებოდა – თუმცა, “ფენერის” ექიმმა ჯონ კუნდურაჩოღლუმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ვან პერსის ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა და ყველაფერი რიგზეა.
ასევე, თვითონ ვან პერსიმ საკუთარი ტვიტერის გვერდის მეშვეობით ქომაგები დაამშვიდა და დაწერა, რომ “გალათასარაისთან” გასამართ დერბიზე ფიქრობს.
“დიდი მადლობა ყველას გამოჩენილი ყურადღებისთვის და სითბოსთვის. მადლობა სამედიცინო შტაბს, რომელმაც ყველაფერი იღონა ჩემს დასახმარებლად. ამჟამად კარგად ვარ და საშიში აღარაფერია. უკვე დერბიზე ვფიქრობ”, - დაწერა ტვიტერზე ვან პერსიმ.