ფეხბურთი

17:15 | 7.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯანოს თამაშის საკითხს ქართველი და რუსი ექიმები ერთად გადაწყვეტენ

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის “სპარტაკის” ნახევარმცველ ჯანო ანანიძეს, რომელსაც ტრავმის გამო რუსეთის ჩემპიონატის მე-13 ტურის მატჩი გაუცდა, სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და თეძოს კუნთის სპაზმი დაუდგინდა.

როგორც “სპარტაკის” ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, ფეხბურთელი გამოკვლევის შედეგებით უკვე გამოემგზავრა თბილისში საქართველოს ნაკრების შეკრებაზე, სადაც სარეაბილიტაციო კურსს ეროვნული გუნდის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გაივლის.

რუსული კლუბის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მიხაილ ვერტაპეტოვის განცხადებით, რეგლამენტის ნორმებისა და უკვე დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს ნაკრებისა და “სპარტაკის” სამედიცინო შტაბები ურთიერთშეთანხმებით შეურჩევენ ჯანოს დატვირთებს და ასევე ერთობლივად გადაწყვეტენ, შეძლებს თუ ვერა ნახევარმცველი მოლდოვას ნაკრებთან მატჩში მონაწილეობის მიღებას.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩი საქართველოსა და მოლდოვას ეროვნულ ნაკრებებს შორის 12 ნოემბერს, თბილისში, “დინამო არენაზე” გაიმართება. მოახლოებული შეხვედრისთვის შეკრება საქართველოს ეროვნულმა გუნდმა დღეს დაიწყო.

0.14569