თამაშგარე

11:54 | 7.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

საყვარელმრავალი პაოლა სადი

ბრაზილიური საფეხბურთო კლუბის, “სან პაულოს” თილისმად სახელდებული, ტანკენარი და კაცის ხიბლში ჩამგდები ასული, ანა პაოლა სადი მუდამ ახალ-ახალი სიგიჟეებითა და ორიგინალური ქცევით აკვირვებს ყველას და მისგან დალაგებული ქცევა ბევრად უფრო გასაკვირი იქნებოდა.

ჯერ იყო და ამ ქალმა იმდენი იძალავა, რომ მაინც მოახერხა ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის, რიკარდო კაკას საწოლში შეტყუება და მთელი სამი თვის განმავლობაში საძინებლიდან კაკას ცხვირი არ გამოაყოფინა, მერე უკვე “სან პაულუს” ფეხბურეთელებზე გადავიდა და იყო ერთი გმინვა და ოხვრა-კვნესა.

ამ ყველაფერს თან ახლავს ისიც, რომ პაოლა სადი ჟურნალისტებთან არაფერს მალავს და საკმარისია სატრფო გამოიცვალოს, რომ ამ სიახლეს მსწრაფლივ მედიასთან ამბობს ხოლმე. სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ ანასთან დიდი ხანი ვერავინ ძლებს და მუდმივად საყვარელმრავლობაა. მოდი და აიტანე ასეთი ქალი...

0.145313