გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ხუთი შეხვედრა გაიმართა.
ტეხასში ერთმანეთს ზაზა ფაჩულიას ორი ყოფილი გუნდი შეხვდა - “დალას მავერიკსი” და “მილოუკი ბაქსი”. მატჩის ძირითადი დრო 74:74 დასრულდა, ბოლო წამზე “მილოუკს” ჰქონდა მოგების შანსი, მაგრამ ბოლო წამზე ვისკონსინელებს მიზანმა უმტყუნა. დამატებით 5-წუთეულში “მილოუკს არაფერი გამოუვიდა, მხოლოდ ერთი საჯარიმო სროლა ჩააგდეს და ოვერატიამი ტეხასელებმა 12:1 მოიგეს, საბოლოოდ კი 85:75 იმარჯვეს, რაც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციისთვის საკმაოდ დაბალშედეგიანობაა, თან ოვერტაიმის გათვალისწინებით.
“ლეიკერსმა” საკუთარ დარბაზში “ფინიქსი” 119:108 დაამარცხა. “ლეიკერსი” მთელი მატჩის განმავლობაში ლიდერის როლში იყო და შეხვედრაც ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა. მატჩში ყველაზე მეტი 39 ქულა “ფინიქსის” უკანახაზელმა დევინ ბუკერმა ჩააგდო. “ლეიკერსმა” კი გუნდური კალათბურთის ხარჯზე იმარჯვა. ექვსმა კალათბურთელმა 11 და მეტი ქულა ჩააგდო, მათ შორის 22 ქულით ნიკ იანგი გამოირჩა.
“მემფისი” – “პორტლენდი” 94:100 (22:25, 29:22, 26:29, 17:24)
https://www.youtube.com/watch?v=5CNsZAfYvZA
“ტორონტო” – “საკრამენტო” 91:96 (23:20, 27:24, 16:24, 25:28)
https://www.youtube.com/watch?v=qntvQfJssHg
“დალასი” – “მილოუკი” 86:75 (19:27, 28:12, 12:17, 15:18, ო.ტ. 12:1)
https://www.youtube.com/watch?v=iKaEgiVUF94
“ბოსტონი” – “დენვერი” 107:123 (23:42, 29:35, 31:26, 24:20)
https://www.youtube.com/watch?v=douWuktIVRY
“ლეიკერსი” – “ფინიქსი” 119:108 (23:15, 31:28, 29:33, 36:32)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
10 წელია კომენტებს ვადევნებ თვალს და აი მეც გადავცყვიტეე : ) გამარჯობათ : ) განსაკუტრებით .. მადირიდისტებო : ) რაფა ნადალებო : ) .. კინგ ჯამესსეებოო : ) დააა .....
გაიხარე მეგობარო,ჯანმრთEლად და ბედნიერად იყავი ყოველთვის შენთვის ძვირფას ადამიანებთან ერთად უფალი ღმერთი დაგლოცავს და გაგახარებს შენ.მართალია იშვიათად ვწერ კომენტარებს,მაგრამ მეც ყოველთვის ვკითხულობ ხოლმე და სამივე სპორტში ჩემი ფავორიტები ლებრონ,ნადალ,რეალი ჩამოთვალე და რა თქმა უნდა ყოველთVIს ინტერესით წავიკითხავ შენს პოსტებს ხოლმე,გაიხარეეე.
ძლივს არ მოიგო დალასმა ლეიკერსი ბრავო ბევრს გაამწარებენ ეს პატარა ბიჭები
ჩემი ელეი ხოდზე მოდისსს წელს პლეიოფი ჯიბეში დევს დაჟე მეოთხეზე გასვლაც რეალურია სულ რაგაც 4 წელშჯი მთელს ენბეას წამოიცვამენ რასელი რენდლი ინგრამი და კლარკსონი ნბა მომავალი ელეისაააა ინგრამი ხო საერთოდ მომავალი კეიდია ფინალის მვპ ჯორდან კლარკსონი უნდა გახდეს