დასრულდა უმაღლესი ლიგის ტურის ბოლო მატჩი. ქუთაისის "ტორპედომ" შინ 5:0 სძლია ლანჩხუთის "გურიას" და მეოთხე საფეხურზე გადავიდა. კახა ჩხეტიანის გაწვრთნილებს "თეთრი ჯგუფის" სამეულში შესვლაც შეუძლიათ.
"გურიას" კარში პირველი გოლი ოლეგ მამასახლისმა გაიტანა და პირველი ტაიმი მინიმალური სხვაობით დასრულდა, მეორეში კი ქუთათურებმა ბექა ტუღუშის გოლით ჰანდიკაპი შეიქმნეს, ხოლო სამი გოლი ბოლო 13 წუთში გაიტანეს: ჯერ შოთა ბაბუნაშვილმა, შემდეგ კი თორნიკე კაპანაძემ ორჯერ.
შეგახსენებთ, "ტორპედოს" 22 ნოემბერს საქართველოს თასის ფინალი ელის მარტვილის "მერანთან".
ტორპედო - გურია 5:0 (1:0)
გოლები: 1:0 მამასახლისი (11), 2:0 ტუღუში (49), 3:0 ბაბუნაშვილი (77), 4:0, 5:0 კაპანაძე (82,84)







