ფეხბურთი

0:38 | 6.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნმა“ ქულები დაკარგა

„ჰოფენჰაიმი“ გერმანიის ჩემპიონს მიუნხენში არ დანებდა და შინ ქულით ბრუნდება, რაც ნებისმიერი გუნდისათვის დიდი მიღწევაა.

ჩემპიონატის დაწყებამდე ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს თამაში რომელიმე ტურში ცენტრალური იქნებოდა, მაგრამ საფეხბურთო ღმერთმა ასე ისურვა. უშუალოდ თამაშში სტუმრებმა ორი გოლი გაიტანეს, ოღონდ ერთი საკუთარ კარში. „ჰოფენჰაიმმა“ „ბაიერნს“ ინიციატივის დაუფლების საშუალება არ მისცა და სწრაფი გოლი თავად გაიტანა - დემირბაიმ ამირის პასის შემდეგ ცხრიანში გაისროლა. ჩემპიონმა პირველსავე ტაიმში უპასუხა - დუგლასი ლევანდოვსკიზე აკეთებდა გადაცემას, მაგრამ ბურთს მიმართულება საკუთარი კარისკენ ცუბერმა შეუცვალა. მეორე ტაიმში „ბაიერნი“ ინიციატივას მაინც დაეუფლა და ბოლოს მომენტებიც შექმნა, თუმცა მეკარეს და მეტოქის კარის ძელს ვერაფერი მოუხერხა - 1:1.

სტუმრად დიდი ანგარიშით იმარჯვა „დორტმუნდმა“ და ამაში ობამეიანგის წვლილი ძალიან დიდია. გაბონელმა „ჰამბურგს“ 48 წუთში 4 გოლი გაუტანა და თამაშს ინტერესი დაუკარგა. საბოლოოდ სტუმრებმა 5:2 მოიგეს.

„დარმშტადტმა“ „ლევერკუზენს“ ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია და ბოლომდე იბრძოლა, თუმცა საბოლოოდ მარცხ ვერ გადაურჩა. „აუგსბურგის“ მთავარმა მწვრთნელმა დირკ შუსტერმა შეცვლები გამოიცნო და დასკვნით 5 წუთში ბობადილიამ და ალთინთოფმა გუნდს სტუმრად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანეს. სტუმრად მოიგო, თანაც დიდი ანგარიშით „ვოლფსბურგმა“.

ლევერკუზენი - დარმშტადტი 3:2

ლევერკუზენი. „ბაიარენა“. 28 941 მაყურებელი

ლევერკუზენი: ლენო, ვენდელი, ტოპრაკი (დრაგოვიჩი 84), ტა, ჰენრიქსი, ბრანდტი, ჩალხანოღლუ, ბაუმგარტლინგერი, ჰავერტცი, მეჰმედი (არაგნისი 60), ერნანდესი.

დარმშტადტი: ესერი, მილოშევიჩი, გუვარა, ჰონი, სულუ, გონდორფი, იუნგვირტი, კლაინჰაისლერი (ვრანჩიჩი 75), ჰელერი, ბენ-ხატირა (ჩოლაკი 46), შიპლოკი (სირიგუ 46).

გოლები: 1:0 ჩალხანოღლუ (32), 1:1 ჩოლაკი (47), 2:1 ბრანდტი (56), 3:1 არაგნისი (69), 3:2 ვრანჩიჩი (85)

გაფრთხილება: გუვარა (90+1)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 12 (4) - 6 (3) ბურთის ფლობა: 65%-35% კუთხურები: 6:5 თამაშგარე: 4:2

ბაიერნი - ჰოფენჰაიმი 1:1

მიუნხენი. „ალიანს არენა“. 75 000 მაყურებელი

ბაიერნი: ნოიერი, ჰუმელსი, ბოატენგი (ალაბა 82), რაფინია, ბერნატი, ვიდალი (მიულერი 69), ჩაბი ალონსო, რობენი (კომანი 78), ალკანტარა, დუგლას კოსტა, ლევანდოვსკი.

ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, ჰუბნერი (ბიჩაკჩიჩი 46), ზული, კადერჯაბეკი, ამირი (რუპი 57), ცუბერი, რუდი, ფოგტი, დემირბაი, ვაგნერი, კრამარიჩი (ვარგასი 71).

გოლები: 0:1 დემირბაი (15), 1:1 ცუბერი (33 ა.გ.)

გაფრთხილება: რუდი (56), ბიჩაკჩიჩი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 21 (5) - 5 (3) ბურთის ფლობა: 62%-38% კუთხურები: 8:1 თამაშგარე: 3:1

ფრაიბურგი - ვოლფსბურგი 0:3

ფრაიბურგი. „ბადენოვა-შტადიონი“. 23 500 მაყურებელი

ფრაიბურგი: შვოლოვი, ტორეხონი, გიუნტერი, შტენცელი, სეიუნჯუ, აბრაში (პეტერსენი 58), ჰეფლერი (ფერენბახი 89), ფილიპი, ფრანტცი, გრიფო, ნიდერლერხნერი (ჰაბერერი 87).

ვოლფსბურგი: ბენალიო, როდრიგესი, ბრუმა, ტრეში, გერჰარდტი, სეგენი, ლუის გუსტავო, არნოლდი, ბლაშჩიკოვსკი (დიდავი 75), კალიჯური (შეფერი 88), გომესი (მაიორალი 82).

გოლები: 0:1 გომესი (41), 0:2 გომესი (53), 0:3 როდრიგესი (86 პ.)

გაფრთხილება: აბრაში (24), გიუნტერი (42, 85), სეიუნჯუ (65) - არნოლდი (73), გომესი (80)

გაძევება: გიუნტერი (85)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 12 (2) - 13 (5) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 6:9 თამაშგარე: 0:2

ჰამბურგი - დორტმუნდი 2:5

ჰამბურგი. „ვოლკპარკშტადიონი“. 57 000 მაყურებელი

ჰამბურგი: ადლერი, სპახიჩი, ჯურუ, კლებერი (ეკდალი 31), საკაი, მიულერი, იუნგი, დიკმაიერი (ჰუნტი 69), გრეგორიჩი, დუგლას სანტოსი, ლასოგა (ვალდშმიდტი 52).

დორტმუნდი: ბიურკი, პაპასტატოპულოსი (პასლაკი 81), გინტერი, გერეირო, ბარტრა, კასტრო, პულიშიჩი (დემბელე 68), მორი (შიურლე 68), როდე, პიშჩეკი, ობამეიანგი.

გოლები: 0:1 ობამეიანგი (4), 0:2 ობამეიანგი (23), 0:3 ობამეიანგი (27), 0:4 ობამეიანგი (48), 1:4 მიულერი (55), 1:5 დემბელე (76), 2:5 მიულერი (81)

გაფრთხილება: საკაი (68), დუგლას სანტოსი (85)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 14 (6) - 10 (6) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 5:3 თამაშგარე: 3:4

ინგოლშტადტი - აუგსბურგი 0:2

ინგოლშტადტი. „აუდი-შპორტპარკი“. 15 200 მაყურებელი

ინგოლშტადტი: ჰანსენი, მატიპი, შუტნერი, ლეველსი, ბრეჟერი, კოენი (კიტელი 78), როჟრი, ლექსი (ჰარტმანი 78), გროსი, ლექსი, ჰინტერზეერი (ლესკანო 46).

აუგსბურგი: ჰიტცი, იანკერი, ჰინტერეგერი, სტაფილიდისი, მაქსი (ბობადილია 80), კორი, ბაიერი, გუჩჟაჩხოლი (კაჩარი 90), შმიდი (ალთინთოფი 75), ვერჰაგი, ჩჟი დონ-ვონი.

გოლები: 0:1 ბობადილია (85), 0:2 ალთიმთოფი (90)

გაფრთხილება: ლექსი (12), ბრეჟერი (84) - მაქსი (62)

გაძევება: ლეველსი (89)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 14 (5) - 13 (5) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 3:6 თამაშგარე: 0:0

აინტრახტი - კიოლნი 1:0

ფრანკფურტი. „კომერცბანკ-არენა“. 51 000 მაყურებელი

აინტრახტი: ჰრადეცკი, აბრაამი, ოციპკა, ჩანდლერი, ხესუს ვალეხო, ჰუსტი (ბლუმი 88), ჰასებე, ფაბიანი, ომარ მასკარელი, გაჩინოვიჩი (მ. ჰექტორი 83), მეიერი (სეფეროვიჩი 73).

კიოლნი: ჰორნი, მავრაჟი, რუში (ცოლერი 46), დ. ჰექტორი, სორენსენი, ჰეინცი, ლემანი (გირასი 70), რისე, ჰეგერი, მოდესტე, ოსაკო.

გოლი: 1:0 გაჩინოვიჩი (5)

გაფრთხილება: აბრაამი (40), მასკარელი (65), ფაბიანი (90+1) - რუში (43), მავრაჟი (79), ოსაკო (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 8 (1) - 6 (1) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 5:5 თამაშგარე: 0:5

თეგებიბუნდესლიგა
0.115909