კალათბურთი

23:05 | 5.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

სანაძის 33 ქულამ "პრიმორსკა" წაგებისგან ვერ იხსნა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრმა დუდა სანაძემ სლოვენიის ჩემპიონატში მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და "ჰოპსი პოლზელასთან" წაგებულ მატჩში 33 ქულა მიითვალა. მიუხედავად ქართველი ლეგიონერის შედეგიანი თამაშისა, "პრიმორსკამ" ჩემპიონატის მეხუთე ტურის შეხვედრა 10 ქულით, 76:86 წააგო.

სანაძემ განვლილ მატჩში 12 სამქულიანიდან 8 ჩააგდო და ამ მაჩვენებელში წინა მატჩის შედეგი გააუმჯობესა. დუდამ 5-დან მიზანში 2 ორქულიანი წაუვიდა. ასევე 7 საჯარიმო ტყორცნიდან ქართველმა აქტივში 5 ქულა ჩაიწერა. დუდამ "პოლზელასთან" შეხვედრაში 5 მოხსნა მიითვალა, ბურთი 4-ჯერ დაკარგა და მის წინააღმდეგ 7-ჯერ დაჯარიმდნენ. ქართველის მარგი ქმედების კოეფიციენტი 26-ს გაუტოლდა და მხოლოდ მეტოქეთა ლიდერ ალენ ჰოძიჩს (29) ჩამორჩა.

აღნიშნული წაგებით "პრიმორსკა" დროებით მესამე ადგილზე გადავიდა და მეხუთე ტურის დარჩენილი მატჩების დასრულების შემდეგ შესაძლოა კიდევ უფრო ჩამოქვეითდეს. მორიგი შეხვედრა სანაძის გუნდს "პორტოროზთან" 12 ნოემბერს ელის.

0.132461